ჭანარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
[[image:chanari2.jpg |thumb|245px|ჭანარი]]
[[image:chanari3.jpg |thumb|245px|ირანში დაჭერილი ჭანარი]]
'''ჭანარი''' ([[ლათ.]] Barbus capito) — თევზი [[კობრისებრნი|კობრისებრთა ოჯახისა]]. წვერას გვარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის წარმომადგენელი. აქვს ორიწყვილიორი წყვილი ულვაში, თავის ქვემო მხარეზე - ნახევარმთვარისებრი პირი. სხეულის გვერდებზე გასდევს ყვითელი ზოლი. არსებობს ჭანარის ორი ფორმა: გამსვლელი და ადგილობრივი. გარეგნულად ძალიან წააგავს არალის წვერას, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით უფრო მსხვილმარცხლიანი ქერცლით გამოირჩევა, რომელსაც ოქროსფერი დაკრავს. ჭანარებისჭანართა უმეტესობა [[დიადრომი|დიადრომია]]. არსებობენ მუდმივ საარსებო ადგილას მიჯაჭვული გამონაკლისებიც. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 120 სმ აღწევს, მაქსიმალური წონა — 9 კგ-ს.
 
ჭანარის პრობლემატური სახეობაა კვლავწარმოების მხრივ. დაანგარიშებულია, რომ მისი პოპულაციის გასაორმაგებლად 14 წელია საჭირო. არასწორი რეწვის შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე დადგება. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჭანარზე თევზჭერის ლიცენზიები უკანასკნელ პერიოდში აღარ გაიცემოდა<ref name="მოხსენება">”ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ 1999-2000 წწ. ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. გვ. 87[http://environmental.gol.ge/MOXSENEBA_1999-2000.pdf]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭანარი“-დან