ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ფარავანი''' — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში ([[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი]]). გაწოლილია [[აბულ-სამსარის ქედი|აბულ-სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედებს]] შორის მდებარე ქვაბულში, ზ. დ. 2073 მ სიმაღლეზე.
 
ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
 
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომელიც [[მტკვარი|მტკვარს]] უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის.
 
წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით ([[ხრამული]], [[კალმახი]], [[ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭაფალა]] და სხვ.).