კომიცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
ცენტურიალური კომიციები (COMITIA CENTURIATA) შეიქმნა მეფე სერვიუს ტულიუსის მიერ. მას სურდა გაერთიანებინა პატრიციები და [[პლებეები]] ერთ პოლიტიკურ ერთეულად და დაეყო ისინი ქონებრივი [[ცენზი]]ს მიხედვით. მან რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზით 6 კლასად და 193 [[ცენტურია]]დ დაყო. თითო ცენტურია თითო კენჭისმყვრელ ერთეულს წარმოადგენდა, მათი შეკრება კი ცენტურიალური კომიცია გახდა.
 
ამრიგად ცენტურიალურ კომიციაში ყველას ჰქონდა ხმის უფლება ჩამოსულთა, მონების, [[ერარიები]]ს და ქალების გარდა. კენჭის ყრა ისე იმართებოდა, რომ თუ მხედართა 18 ცენტურიამ და პირველი კლასის 80 ცენტურიამ მიიღეს გადაწყვეტილება, შემდგომი კლასებისთვის კენჭის ყრაში მონაწილეობა აღარ იყო საჭირო. ამრიგად, მიუხედავად ფორმალური თანასწორობისა, მდიდრებს მეტი უფლებები ჰქონდათ. ცენტურიულ კომიციებს შემდეგი ფუნქციები ჰქონდათ:
 
#მაგისტრატუსების არჩევა. სენატი ირჩევდა კანდიდატებს, ხოლო კანდიდატებიდან მაგისტრატუსს უკვე ცენტურიალური კომიცია ირჩევდა. ცენტურიები ირჩევდნენ შემდეგ მაგიოსტრატუსებს: კონსულებს (comitia consularia), პრეტორებს (comitia praetoria), კონსულის ძალაუფლებით სამხედრო [[ტრიბუნი|ტრიბუნებს]], [[ცენზორი|ცენზორებს]] და [[დეცემვირი|დეცემვირებს]].
 
==ტრიბუნული კომიციები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომიცია“-დან