კომიცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
==კურიული კომიცია==
კურიულ კომიციებს მეტი მნიშვნელობა ჰქონდათ, ვინაიდან ხალხი აქ არა მხოლოდ ისმენდა გადაწყვეტილებებს, არამედ კენჭსაც უყრიდა. ამ კრებებში თავდაპირველად მხოლოდ [[პატრიციები|პატრიციუსები]] მონაწილეობდნენ, რადგან კურიებშიც მხოლოდ ისინი შედიოდნენ, შემდეგუცნობია, კითუ ყველარა თავისუფალიუფლებებით მოქალაქე იღებდასარგებლობდნენ კომიციაში მონაწილეობასპატრიციების კლიენტები.
 
[[რომის სამეფო|მეფის]] პერიოდში კურიულ კომიციებს იწვევდა მეფე, [[რომის რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] პერიოდში კი, კომიციას ერთერთი უმაღლესი [[მაგისტრატუსები|მაგისტრატუსი]] კრებდა, [[კონსული]], [[პრეტორი]] ან [[დიქტატორი]]. კენჭის ყრა კურიების მიხედვით ხდებოდა, თითო კურიას თითო ხმა ჰქონდა. ხოლო რომელი კურია იწყებდა კენჭისყრას ეს წილისყრით წყდებოდა. სულ კი 30 კურია იყო.
 
კურიული კომიცია არ განიხილავდა შემოთავაზებულ წინადადებებს, არამედ მხოლოდ ამტკიცებდა ან უარყოფდა. მიღებული წინადადება კი [[რომის სენატი|სენატისთვისაც]] და ხალხისთვისაც კანონი ხდებოდა. კურიულ კომიციებზე წყდებოდა ისეთი საკითხებო, როგორიცაა მაგისტრატუსის არჩევა, ომის გამოცხადება ან [[რომის მოქალაქე|რომის მოქალაქის]] სიკვდილით დასჯა. მეფის პერიოდში ხდებოდა მხოლოდ მეფის არჩევა სენატის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან.
 
ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით წინადადება კომიციაში შეჰქონდა სენატს და კომიცია ან ამტკიცებდა ან უარყოფდა, ხოლო, რაც შეეხება სამშვიდობო ხელშეკრულებების დადებას, იღებდა თუ არა კომიცია ამაში მონაწილეობას უცნობია. კურიაში ახალი წევრის მიღება შეუძლებელი იყო კურიის თანხმობის გარეშე.
 
სერვიუს ტულიუსის კანონებით კურიული კომიციების ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სიკვდილით დასჯა გადავიდა ცენტურიალურ კომიციებზე. კურიულ კომიციებს რესპუბლიკის ბოლომდე დარჩათ მხოლოდ შემდეგი ფუნქციები:
 
# არჩეულ მაგისტრატუსებს გადასცემდნენ [[აუსციპენცია|აუსციპენციების]] ჩატარების უფლებას.
# ზოგიერთი ქურუმების ინაუგურაცია.
# კურიის შიდა საქმეები.
 
ამრიკად კურიული კომიციები უკვე [[პუნიკური ომები]]სთვის უბრალო ფორმალობად იქცა.
 
==ცენტურიული კომიციები==
 
{{რომის ისტორია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომიცია“-დან