დროება (XIX საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ვიკიფიცირება)
No edit summary
„დროებამ“ განაგრძო „[[საქართველოს მოამბე|საქართველოს მოამბის]]“ საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა [[ისტორია|ისტორიის]], [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]], [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიის]], [[ეკონომიკა|ეკონომიკის]], [[სახალხო განათლება|სახალხო განათლების]], [[ხელოვნება|ხელოვნების]], [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობის]], [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]], [[მრეწველობა|მრეწველობის]] და სხვა პრობლემებს.
 
„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკუსკრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგირიპედაგოგიური აზროვნების განვითარებას.
 
„დროება“„დროებამ“ ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზათშიგაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძე]], [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთელი]], გ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, პ. მელიქიშვილი, პ. უმიკაშვილი, ი. მაჩაბელი, დ. მიქელაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ყაზბეგი, ა. ფურცელაძე და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — ს. მელიქიშვილი (1866-1882), [[გიორგი ქართველიშვილი|გ. ქართველიშვილი]] (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.
 
==ლიტერატურა==