ჰაინრიხ მიულერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:GestapoMüller.jpg|thumb|150px|ჰაინრიხ მიულერი]]
'''მიულერი, ჰაინრიხ''' (''გერმ. Heinrich Müller'') ( * [[28 მაისი]] [[1900]], [[მიუნხენი]], [[გერმანია]]; † უცნობია, [[1945]] წლის მაისიდან ითვლება დაკარგულად) - გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, [[გესტაპო|გესტაპოს]] შეფი [[1939]] - [[1945]] წლებში.
 
 
==ბიოგრაფია==
 
მიულერი დაიბადა [[მიუნხენი|მიუნხენში]] (''[[ბავარია]]''), ჟანდარმერიის მოხელის [[კათოლიციზმი|კათოლიკურ]] ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელში. [[1917]] წელს იგი მოხალისედ წავიდა [[1-ელი მსოფლიო ომი|1-ელ მსოფლიო ომში]]. [[1919]] წელს მიულერი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს [[უნტეროფიცერი|უნტეროფიცრის]] წოდებით. ომის შემდგომ პრაქტიკას გადიოდა მინხენის პოლიიცის განყოფილებაში და [[1929]] წელს იგი პოლიტიკური პოლიციის მდივნად ინიშნება. მის დანიშნულებაში შედის [[კომუნიზმი|კომუნისტური]] ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა. [[1934]] წელს მიულერი [[SS]]-ის წევრი გახდა და გადაყვანილ იქნა [[ბერლინი|ბერლინში]] [[გესტაპო|საიდუმლო პოლიციის]] განყოფილებაში სამუშაოდ.
 
[[1936]] წელს მიულერი დაინიშნა რაიხის უშიშროების პოლიციის მთავარი სამმართველოს პოლიტიკური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ. [[1939]] წლიდან იგი გადაიყვანეს ებრაელთა გასახლების საქმეთა მმართველის თანამდებობაზე. იმავე წლის ოქტომბერში მიულერი დაინიშნა [[რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო|რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს]] (''RSHA'') IV განყოფილების (''[[გესტაპო|საიდუმლო პოლიცია]]'') შეფად და მიენიჭა [[SS]]-ის [[გრუპენფიურერი|გრუპენფიურერის]] და პოლიციის [[გენერალ-ლეიტენანტი|გენერალ-ლეიტენანტის]] წოდება.
 
იმყოფებოდა რა [[გესტაპო|გესტაპოს]] შეფის თანამდებობაზე, მიულერი იყო თითქმის ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც [[რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო|რაიხის უშიშროების მთავარ სამმართველში]] დაიგეგმა, მომზადდა და შესრულებული იქნა. [[1939]] წლის სექტემბრიდან მისი ბრძანებით დაიწყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიამართ ე.წ. "საგანგებო მოპყრობა" (''გერმ. "Sonderbehandlung"''), რაც მიზნად ისახავდა მათ [[საკონცენტრაციო ბანაკი|საკონცენტრაციო ბანაკებში]] ჩასმას და ფიზიკურ განადგურებას. მიულერის დაქვემდებარებაში იყო და მისი უშუალო თანამონაწილეობით გატარებულ იქნა [[აიხმანი, ადოლფ|ადოლფ აიხმანის]] მიერ მომზადებული "ებრაელთა რეფერატი IV B 4". მიულერი პასუხისმგებელი იყო [[SS]]-ის მიერ [[სსრკ]]-ს ტერიტორიაზე ჩატარებული გენოციდის შედგების დეტალურ დამუშავებაზე, შეჯამებაზე და მოხსენებაზე, შეფების [[ჰაიდრიხი, რაინჰარდ|რაინჰარდ ჰაიდრიხის]] და შემდგომში [[კალტენბრუნერი, ერნსტ|ერნსტ კალტენბრუნერის]] წინაშე.
 
[[1945]] წლის მაისიდან მიულერი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მითები იმის თაობაზე, თითქოს [[მე-2 მსოფლიო ომი|მე-2 მსოფლიო ომის]] შემდგომ იგი ერთის მხრივ [[აშშ]]-ს, მეორეს მხრივ [[სსრკ]]-ს აგენტად მუშაობდა არ დასტურდება.