შადიმან ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
შადიმან ბარათაშვილის მოღალატური პორტრეტი წარმოისახება კინოფილმში [[გიორგი სააკაძე (ფილმი)|გიორგი სააკაძე]], სადაც ის ეროვნული გმირის – გიორგი სააკაძის დაუძინებელი მტერი და ქვეყნის და მეფე ლუარსაბ II–ის ორგულია. ფილმში შადიმან ბარათაშვილი გიორგი სააკაძის დისა და ლუარსაბ მეფის თანამეცხედრეს წამლავს, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება.
 
შადიმან ბარათაშვილი ასევე შემდეგი ნაწარმოებების პერსონაჟია, სადაც ის, ძირითადად, უარყოფით პერსონაჟად არის გამოყვანილი: [[ვასილ ბარნოვი]]ს „განგების გრკალის“ , სადაც პერსონაჟ შადიმანს სააკაძის სახლ–კარის აკლებისას უნებლიედ შემოაკვდება მოხუცებული ქალი. [[ანა ანტონოვსკაია]]ს „დიდი მოურავის“, სადაც ავტორი მას ირანელთა რაზმის ფარულად შემოყვანას მიაწერს ქართლში, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. [[სიმონ ქვარიანი]]ს „დიდი მოურავის“, [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]] მონოგრაფიისა „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, და პიესისა „დიდი მოურავი“, [[სანდრო შანშიაშვილი]]ს დრამის „უგვირგვინო მეფენი“ და სხვა არაერთის ისტორიკოსის ნაშრომების. შანშიაშვილი და ანტონოვსკაია თავიანთ ნაწარმოებში მას ლუარსაბ II-ის დაღუპვის ცოდვასაც ჰკიდებენ. (ჩ.მ. # 23, გვ. 1, ზვარაკად – შადიმან ბარათაშვილი.)
 
ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც შადიმანს ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩენს, [[იოსებ თბილელი]]ს [[დიდმოურავიანი]]ა, რომელიც გიორგი სააკაძის ნათესავია.
 
შადიმანის საპირისპიროდ, მისი მოწინააღმდეგენი [[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]] ამ ნაწყვეტს იშველიებენ: „მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არ იყო მოურავის მოყუარე, იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა“<ref>[http://lib.ge/body_text.php?7068 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება (პირველი ტექსტი)] </ref>.
 
იოსებ სააკაძე გვამცნობს, შადიმანი სააკაძეს მტრად იმიტომ მოეკიდა, რომ მან მეფის აღმზრდელს მამაცობა და ხმლის კვეთება დაუწუნაო: „შადიმან ამად დამქიშვდა, აქვს მამაცობის ზრახვანი, ჰერთხელ ეს ვუთხარ: შენს ხმალსა არა აქვს კვეთა ახვანი“<ref>''იოსებ თბილელი'', დიდმოურავიანი, სტროფი 90</ref>.
 
== ლუარსაბ II–ის იმერეთიდან გადმოყვანა ==