ჯეტ ლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
| ტონის ჯილდოები
}}
'''ჯეტ ლი''' (ნამდ. სახელი: '''ლი ლიანჟილიანძი''' {{lang-zh|李連杰/李连杰}} Li Lianjie, {{lang-en|Jet Li}}; დ. [[26 აპრილი]], [[1963]], [[პეკინი]]) არის [[ჩინელები|ჩინელი]] [[მსახიობი]], [[პროდიუსერი]] და [[უშუ]]ს ჩემპიონი.<br />
ჯეტ ლი შვიდი წლის ასაკიდან დაინტერესდა უძველესი ჩინური ორთაბრძოლების ხელოვნებით და ცნობილ [[უშუ]]ს მწვრთნელთან ვუ ბინთან ვარჯიშის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, მან პირველად მოიგო უშუს ნაციონალური ჩემპიონატი პეკინის უშუს გუნდთან ერთად. 1981 წელს ის მიიწვიეს ფილმის [[შაოლინის ტაძარი (ფილმი)|შაოლინის ტაძრის]] გადაღებებზე, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა ჩინურ კინობაზარზე. განსაკუთრებული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში კი ჩინეთის ეროვნული გმირის [[უან ფეი-ხუნი]]ს როლის შესრულების შემდეგ მოექცა, ფილმში [[ერთხელ ჩინეთში]], რომლის შვიდი ნაწილიც გადაიღეს [[1991]]-[[1997]] წლებში და აქედან ჯეტ ლიმ პირველ ხუთ ფილმში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო სხვა მსახიობით შეცვალეს, თუმცა ჯეტ ლის გარეშე ფილმის მეოთხე და მეხუთე ნაწილი კინოგაქირავებაში ჩავარდა და პროდიუსერები იძულებული გახდნენ ფილმის მეექვსე და როგორც შემდეგ აღმოჩნდა უკანასკნელ ნაწილში როლზე დაებრუნებინათ. 1998 წელს ჯეტ ლიმ პირველად ითამაშა [[ჰოლივუდი|ჰოლივუდურ]] ფილმში: მას მთავარი უარყოფითი გმირის როლი ანდეს ფილმში [[სასიკვდილო იარაღი 4]], სადაც მას პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: [[მელ გიბსონი]], [[დენი გლოვერი]], [[რენე რუსო]] და [[კრის როკი]] უწევდნენ. მალე ჰოლივუდში ჯეტ ლიმ მთავარი როლიც მიიღო ფილმში [[რომეო უნდა მოკვდეს]], რის შემდეგაც უამრავი მთავარი თუ მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა ჰოლივუდურ თუ არაჰოლივუდურ ფილმებში, მათ შორის გამოსარჩევია ფილმები: [[შეუჩერებლები]] (2010) [[სილვესტერ სტალონე]]სთან ერთად, დაკარგული სამეფო (2008) [[ჯეკი ჩანი|ჯეკი ჩანთან]] ერთად და მუმია: დრაკონების იმპერატორის საფლავი (2008).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეტ_ლი“-დან