ჯადოსნური ქვეყანა (ვოლკოვი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 212:
 
ერთხელ ჯადოსნური ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოფრინდა ბუშტი, რომელმაც ჩამოიყვანა ვინმე ჯეიმზ გუდვინი. სინამდვილეში ეს იყო კანზასელი, მაგრამ ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ იგი ციდან ჩამოეშვა. მას კეთილ ჯადოქრად თვლიდნენ და გუდვინმაც ეს სიტუაცია გამოიყენა და თავი ცენტრალური, მწვანე მხარის მმართველად გამოაცხადა. რათა გაემყარებინა მდგომარეობა, გუდვინმა დაირქვა „დიდებული და საზარელი“. გავიდა დრო და შეიქმნა მისი, როგორც ჯადოსნური ქვეყნის ყველაზე ძლიერი ჯადოქრის რეპუტაცია, თუმცა სინამდვილეში ყველა მისი ჯადოქრობა მხოლოდ საცირკო ხრიკი იყო.
 
===ზურმუხტის ქალაქის მშენებლობა===
 
მოგვიანებით გუდვინმა დაიწყო ზურმუხტის ქალაქის მშენებლობა. მისი ჩანაფიქრით, ქალაქს ყველა უნდა მოეხიბლა სიმდიდრითა და მშვენიერებით, ზურმუხტებისა და მწვანე მარმარილოს მეშვეობით. ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ზურმუხტი ვერ შეაგროვა, გუდვინმა სხვა ხერხი სცადა. მისი ბრძანებით, ნებისმიერს, ვინც ქალაქში შევიდოდა, უნდა ეტარებინა მწვანე სათვალეები და არ მოეხსნა ისინი, ვინაიდან, როგორც „ჯადოქარი“ ამბობდა, „მშვენები დააბრმავებდა“.
 
===გუდვინისა და ბასტინდას ომი და შემდგომი მოვლენები===
 
მმართველობის პირველ ეტაპზე გუდვინმა სცადა ხამხამების ბასტინდას ბატონობისგან განთავისუფლება, გამოიყვანა რა მის წინააღმდეგ დიდი ჯარი. მაგრამ ბასტინდამ დაშალა იგი, მფრინავი მაიმუნების დახმარებით. ამიტომ გუდვინს ეშინოდა მათი და ზურმუხტის ქალაქის თავზე ყოველთვის იდგნენ მცველები, რომლებიც ცას თვალს ადევნებდნენ.
 
გუდვინს შეეშინდა, რომ ამ წარუმატებლობის შემდეგ მას, როგორც ჯადოქარს, უარყოფენ, ამიტომ ჩაიკეტა თავის დარბაზში და გარეთა რასოდეს გამოდიოდა. სხვადასხვა სტუმარს იგი ევლინებოდა ფიტულებისა და მექანიკური არსებების სახით. მისი ცხოვრების გამოკეტილი წესი გაგრძელდა, სანამ ჯადოსნურ ქვეყანაში არ გამოჩნდა გოგონა ელი, კანზასის შტატიდან.
 
===ელი ჯადოსნურ ქვეყანაში===
 
გინგემამ ერთხელ გამოიწვია საშინელი ქარიშხალი, რომელმაც კანზასის შტატამდე მიაღწია და ჯადოსნურ ქვეყანაში გადმოისროლა ფურგონი, რომელშიც გოგონა ელი და მისი ძაღლი ტოტო იმალებოდნენ. ფურგონი თავზე დაეცა გინგემას და გაანადგურა იგი. დარჩა გინგემას წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც მოგვიანებით ჯადოსნური აღმოჩნდა.
 
ჯადოქარ ვილინას მითითებით, ელი და ტოტო წავიდნენ ზურმუხტის ქალაქში, გზად კი შეიძინეს მეგობრები - საფრთხობელა, რკინის შეშისმჭრელი და ლომი. სამივეს ჰქონდა სურვილები: საფრთხობელას სურდა, გონიერი ყოფილიყო; რკინის შეშისმჭრელი გულს ითხოვდა, ხოლო მშიშარა ლომი - სიმამაცეს. ელი დარწმუნებული იყო, რომ ჯადოქარი გუდვინი მათ ამაში დაეხმარებოდა. მაგრამ გუდვინმა (რომელიც მათ სხვადასხვა სახით გამოეცხადა) მოსთხოვა მოგზაურებს იასამნისფერი მხარის ბასტინდას ბატონობისგან განთავისუფლება. ბასტინდასთან მისული მეგობრები შეიპყრეს, მაგრამ ელის დაეხმარა წყალი, რომელიც მან შემთხვევით გადაასხა ბოროტ ჯადოქარს, რითაც გაადნო იგი.
 
ზურმუხტის ქალაქში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ გუდვინი სინამდვილეში იყო უბრალო ადამიანი კანზასიდან. მიუხედავად ამისა, მან აუსრულა სურვილი სამივე მეგობარს, ხოლო ელის შეჰპირდა კანზასში თან წაყვანას. მაგრამ ბუშტით გაფრენის დღეს ქარმა გაწყვიტა თოკი და გუდვინი მარტო, ელის გარეშე გაფრინდა. ელი, მეგობრებთან ერთად ეწვია ჯადოქარ სტელას, რომელმაც უამბო ჯადოსნური ფეხსაცმლების ძალის შესახებ. გოგონა დაემშვიდობა სხვებს და ტოტოსთან ერთად კანზასში დაბრუნდა.
 
ელის ჯადოსნურ ქვეყანაში პირველი მოგზაურობის შემდეგ ლურჯი მხარის უხუცესად აირჩიეს პრემ კოკუსი. იასამნისფერი მხარის მმართველად რკინის შეშისმჭრელი აირჩიეს, ხოლო ზურმუხტის ქალაქის მმართველად გუდვინმა გაფრენამდე საფრთხობელა დანიშნა. ხოლო ვარდისფერი მხარის ერთ-ერთ ტყეში ცხოველებმა ლომი საკუთარ მეფედ აირჩიეს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==