ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
ვოლდემორთან შეკრების შემდეგ სიკვდილის მხვრელები გადაწყვიტავენ ჰარის თავს დაესხან მაშინ, როდესაც იგი ფენიქსის ორდენის წევრები მას ერთ-ერთი წევრის ოჯახში გადაიყვანენ. ისინი თავს ესხმიან ჰარისა და მის მეგობრებს გადაფრენისას, რასაც ეწირება ბუ ჰედვიგი. ჰარის ჯადოსნური ჯოხი მოულოდნელ შელოცვას ისვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც მან ლუციუს მალფოისგან აიღო, იმტვრევა.
 
ბილ უისლის ქორწილის წინ მეგობრების სამეულს აკითხავს მაგიის მინისტრი [[რუფუს სკრიმჯერი]], რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - [[გოდრიკ გრიფინდორი]]ს ხმალი, წიგნის [[ბარდიბარდ ბიდლის ზღაპრები]], [[დელუმინატორი]] (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და ჰარის მიერ პირველად დაჭერილი [[სნიჩი]]. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ქორწილში ჰარი გაიცნობს ლუნა ლავგუდის მამას, ქსენოფილიუსს, რომელსაც გულზე დამაგრებული აქვს უცნაური სამკუთხედი ნიშანი.
 
ამ დროს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს, ხოლო სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში. ჰერმიონი, რონი და ჰარი ტრანსგრესირების დახმარებით ლონდონში ინაცვლებენ, სადაც სახლდებიან გრიმოს მოედანზე. ჰარის ბრძანებით ელფი [[კრიჩერი]] (რომელიც ამიერიდან მას ემსახურება) პოულობს მუნდუნგუს ფლეტჩერს და სირიუსის სახლში მოჰყავს. მუნდუნგუსი აღიარებს, რომ ნამდვილი ჰორკრუქსი-მედალიონი (რომელსაც ბავშვები ეძებენ) ქრთამის სახით გადასცა სამინისტროს თანამშრომელ [[დოლორეს ამბრიჯი|დოლორეს ამბრიჯს]].