ასო (ნიშანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ქართული- სრულყოფილი)
{{ენათმეცნიერება}}
'''ასო''' არის ანბანური დამწერლობის სისტემის შემადგენელი ნაწილი და წერილობითი ნიშანი, [[გრაფემა]], რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად, ან ცალკე, იხმარება [[ფონემა|ფონემის]], მისი ძირითადი ვარიანტის ან მათს თანამიმდევრობათა გადმოსაცემად<ref name="ქსე">{{ქსე|1|637||არა}}</ref>. ისეთ სრულყოფილ დამწერლობებში, როგორიცაა ქართული, თითოეული ასო გადმოსცემს მხოლოდ ერთ ფონემას. თუმცა, ზოგჯერ, ერთი ასო გადმოსცემს ორ (ან მეტ) ფონემას(მაგ., ლათინურში x=/ks/, ბერძნულში Ψ=/ps/) და პირიქით — ერთზე მეტი ასო აღნიშნავს ერთ ფონემას(მაგ., [[ინგლისური]] sh=/š/, [[გერმანული]] sch=/š/, ფრანგული eau=/o/, [[პოლონური]] sz=/š/, cr=/č'/ და სხვა).
 
ერთი და იგივე ასო, ზოგჯერ, იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოცვაში იხმარება, გამოყენებულია სხვადასხვა ფონემის აღსანიშნად. მაგალითად, [[ინგლისური]] '''o''' იხმარება /ow/, /a/, /ə/, /ɔ/-ს გადმოსაცემად, s გადმოსცემს s-სა და z-ს; რუსული o a-სა და o-ს და სხვა.
 
 
არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად(მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს)<ref name="ქსე" />.
 
== ასოები სხვადასხვა დამწერლობებში==
2,487

რედაქტირება