[[ფაილი: Bas relief from Arch of Marcus Aurelius showing sacrifice.jpg|მინი|მარჯვნივ|220პქ|[[მარკუს ავრელიუსი]] სწირავს მსხვერპლს. ]]
'''არვალელი ძმები''' ([[ლათინური ენა{{lang-la|ლათ.]] Fratres Arvales}}) — [[რომაელები|რომაელ]] [[ქურუმი|ქურუმთა]] კოლეგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძველიტალიურ ღმერთქალ [[დია (მითოლოგია|დიას]] კულტთან. ზოგი გადმოცემის თანახმად არვალელი ძმების პირველი კოლეგია შექმნა [[აკა ლარენცია]]ს 12 ვაჟმა. დიას დღესასწაულზე მსხვერპლად სწირავდნენ [[ცხვარი|ცხვრებს]], [[ძროხა|ძროხებს]], [[გოჭი|გოჭებს]]... მონაწილეები მღეროდნენ განსაკუთრებულ, ე. წ. არვალურ სიმღერებს, ლოცულობდნენ მოსავლისათვის, რომელიც თითქოს ციდან გამოგზავნილი იყო. ზეიმის ბოლოს იმართებოდა ლხინი და თამაშობა-გართობანი. იმპერატორმა [[ავგუსტიოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტემ]] განაახლა დავიწყებამდე მისული დღესასწაულის რიტუალი და არვალელი ძმების კოლეგიაში შეიყვანა 12 კაცი, მათ შორის თავისი თავი და ოჯახის წევრები. დღესასწაულის დროს გამოქონდათ ხორბლის თავთავი, ხილი, [[ყურძენი]] და სხვა...
სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან arvum, რაც ქართულად სახნავ მიწას, ყანას ნიშნავს.<ref>''ნოდარ გაფრინდაშვილი''. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 45 - თბილისი, „განათლება“, 1972.</ref> ▼
▲სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან arvum„arvum“, რაც ქართულად სახნავ მიწას, ყანას ნიშნავს.<ref>''ნოდარ გაფრინდაშვილი''. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 45 - თბილისი, „განათლება“, 1972.</ref>