| სათაური =
| მდებარეობა =
| სიგრძე = 64 კმ
| აუზის ფართობი = 1840 კმ²
| სათავე = [[არსიანის ქედი]]ს აღმოსავლეთი კალთა
| ჩაედინება = [[მტკვარი]]
| ქვეყნები = {{დროშა|თურქეთი}} <br/>{{დროშა|საქართველო}}
}}
'''ფოცხოვისწყალი''', ''ფოცხოვი'' -— [[მდინარე]] [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის მუნიციპალიტეტში]], სიგრძე 64 კმ. აუზის ფართობი 1840 კმ². სათავე აქვს [[თურქეთი|თურქეთში]], [[არსიანის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მეტრზე. ერთვის მდინარე [[მტკვარი|მტკვარს]] მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულზე, წყალმოვარდნები – აგვისტო–ნოემბერში, მდგარი წყალმცირობა – დეკემბერ–თებერვალში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის დაახლოებით 54%, ზაფხულზე – 25%, შემოდგომაზე – 12%, ზამთარზე – 9%–მდე. ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი დეკემბრიდან შუა მარტამდეა, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,4 მ³/წმ.
იყენებენ ჰესის, წისქვილების ასამუშავებლად, სარწყავად.
==ლიტერატურა==
|