ცხენისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ცხენისწყალი}}
'''ცხენისწყალი''' — [[მდინარე]] დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]]. სათავე აქვს [[სვანეთის კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ [[ფასისმთა|ფასისმთის]] დასავლეთით, 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის [[რიონი|რიონს]] მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან.
სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კვ.კმ. ცხენისწყლის შუა და ზემო დინება [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო - [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]].
საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში — წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20%).
 
[[წყალდიდობა]] ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში - აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად [[რიონი|რიონს]] უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები - [[ყინულნაპირისი]] და [[თოში]] - იცის ზემო და შუა დინებაში.
მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
 
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: [[ზესხო]], [[ხელედულა]], [[ჯონოულა]] (მარჯვ.), [[ღობიშური]], [[ლეუშერისწყალი]], [[ხოფური]] (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში - სარწყავად.
ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთივსაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.
 
ხაზი 13:
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|251|აფხაზავა ი.}}
 
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხენისწყალი“-დან