ჯადოსნური ქვეყანა (ვოლკოვი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაიშალა კატეგორია ალექსანდრე ვოლკოვი; კატეგორიის ჩამატება [[:
ხაზი 66:
* ყვითელი ქვეყანა, ჩრდილოეთი
* მწვანე ქვეყანა, ცენტრალური ნაწილი
 
==დასახლებული პუნქტები==
 
===ქალაქები===
 
ჯადოსნური ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სოფლებში ან ფერმებში. მჭეჟავებს, მარანებსა თუ ხამხამებს, გამომდინარე ტექსტიდან, ქალაქები არ აქვს.
 
*ზურმუხტის ქალაქი - მწვანე ქვეყნის დედაქალაქი და ჯადოსნური ქვეყნის მთავარი ქალაქი, აშენებული გუდვინის მიერ. მორთულია ზურმუხტებით და მწვანე მარმარილოთი. სინამდვილეში შიდა მოპირკეთება შესრულებულია უბრალო შუშით, რომელიც მნახველს მწვანე ფერის ჰგონია, ვინაიდან ყველა სტუმარი ვალდებულია ატაროს მწვანე სათვალე.
* ვარდისფერი ქალაქი - ვარდისფერი ქვეყნის დედაქალაქი
* იასამნისფერი ქალაქი - იასამნისფერი ქვეყნის დედაქალაქი, ნახსენებია მხოლოდ პირველ წიგნში, [[ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი]]. შემდეგ წიგნებში ნახსენებია მხოლოდ იასამნისფერი სასახლე.
* შვიდი მმართველის ქალაქი - მიწისქვეშა ხალხის მთავარი ქალაქი.
* მელათქალაქი - ერთგვარი დასახლება, რომელიც შედგება სოროებისგან, მელების სახელმწიფოს დედაქალაქი.
 
===სასახლეები და ციხესიმაგრეები===
 
* გუდვინის სასახლე (ზურმუხტის ქალაქი) - მდებარეობს ზურმუხტის ქალაქში. დეტალურად აღწერილი არ არის. ცნობილია, რომ აქვს მთავარი დარბაზი და მრავალი ოთახი.
* იასამნისფერი სასახლე - იასამნისფერი ქვეყნის მმართველთა რეზიდენცია.
* სტელას სასახლე (ვარდისფერი სასახლე) - მდებარეობს ვარდისფერ ქვეყანაში.
* ცისარტყელის სასახელ - მდებარეობს მიწისქვეშა მემაღაროების ქვეყანაში. წარმოადგენს შვიდი მეფის რეზიდენციას. მისი შვიდი კოშკი შეღებილია ცისარტყელის ფერებით.
* კაციჭამიას ციხესიმაგრე - მდებარეობს ლურჯი ქვეყნის ჩრდილოეთით, ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზასთან.
* გურიკაპის ციხესიმაგრე - მდებარეობს ლურჯ ქვეყანაში, ტყეში. მასში დასახლდნენ უცხოპლატელები, რომლებმაც აღმოაჩინეს დიდი ზომის ავეჯი და წიგნები.
 
== რესურსები ინტერნეტში ==