მინისტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
 
მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი</ref>.
 
საქართველოს კონსტიტუციის 81<sup>2</sup> მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 21-ე მუხლი</ref>.
 
=== უფლებამოსილების შეწყვეტა ===
მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისას, გარდაცვალებისას, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, მთავრობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი</ref>.
 
მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულებას<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი პუნქტი</ref>.
 
მინისტრის გადადგომის ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის ამავე დროს ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი პუნქტი</ref>.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მინისტრი“-დან