მინისტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{მუშავდება|Nodar Kherkheulidze}} '''მინისტრი''' — [[სამი...)
 
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Nodar Kherkheulidze|Nodar Kherkheulidze]]}}
'''მინისტრი''' — მთავრობის წევრი, [[სამინისტრო]]ს ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, თვალ-ყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს, [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ მინისტრს]] წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ<ref>ა. დემეტრაშვილი, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 318</ref>.
 
== მინისტრი: საქართველოში ==
[[საქართველო]]ში მინისტრი არის [[სამინისტრო]]ს ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლი</ref>. მისი კომპეტენცია და უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
 
=== უფლებამოსილებები ===
საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის მიხედვით, მინისტრი:
* ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
* პასუხისმგებელია [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]], [[საქართველოს კანონი|კანონების]], [[საქართველოს პრეზიდენტის ბრძალენულება|პრეზიდენტის ბრძანებულებებისა]] და [[საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება|განკარგულებების]], [[საქართველოს მთავრობის დადგენილება|მთავრობის დადგენილებებისა]] და [[საქართველოს მთავრობის განკარგულება|განკარგულებების შესრულებისათვის]];
* ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
* პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. [[საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი|საქართველოს შინაგან საქმეთა]], [[საქართველოს თავდაცვის მინისტრი|თავდაცვისა]] და [[საქართველოს იუსტიციის მინისტრი|იუსტიციის მინისტრები]] ანგარიშს აბარებენ აგრეთვე [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პრეზიდენტს]];
* მონაწილეობს [[საქართველოს მთავრობა|მთავრობის]] სხდომებში;
* ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
 
თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი</ref>.
 
მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი</ref>.
 
მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი<ref>საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი</ref>.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}