კოდორის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კოდორის ქედი''', [[ქედი]] [[ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი|ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში]], [[აფხაზეთის კავკასიონი]]ს სამხრეთი ტოტი, რომელიც მდინარე კოდორის აუზს გამოჰყოფს [[მდინარე]]ების [[ენგური]]ს, [[ღალიძგა|ღალიძგის]], [[მოქვი]]სა და სხვა აუზებისაგან. შედგება ორი მონაკვეთისაგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ხოჯალის მთის მასივში. ერთი მონაკვეთი [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]]დან ხოჯალის მთამდე სამხრეთ-დასავლეთისკენ, 30 კმ სიგრძისაა და დაგვირგვინებულია მოგუაშირხის მწვერვალით. მის შუა ნაწილში, მდინარეების [[საკენი]]სა და [[ნენსკრინენსკრა|ნენსკრის]] წყალგამყოფზე მდებარეობს [[ხიდისხიდა|ხიდას უღელტეხილი]]. კოდორის ქედის ამ მონაკვეთს [[სვანეთ-აფხაზეთის ქედი]] ეწოდება. მეორე ნაწილი ხოჯალის მთიდან მდინარე კოდორის ქვემო დინებამდე განედურადაა გაწოლილი 51 კმ სიგრძეზე და ცნობილია ფანავის ქედის სახელით.
 
კოდორის ქედი აგებულია პალეოზოური კრისტალური კომპლექსით, ქვედაიურული ფიქლებით, ბაიოსის პორფირიტული წყებითა და ცარცული კირქვებით. ქედის დასაწყისში მტინვარებია. შემოსილია მდელოებითა და წიწვიანი ტყით, რომელიც მთავარი ქედიდან ხიდის უღელტეხილამდე ვრცელდება. გარდა ამისა, წიწვიანები ქმნიან განცალკევებულ „კუნძულს“ ხოჯალის მასივზე. ამ უკანასკნელის დასავლეთით ისპობა ჯერ ნივალური ზონა, შემდეგ ალპური. [[ფანავის ქედი]]ს დასავლეთი ნახევარი მთლიანად ტყიან ზონაშია მოქცეული. კოდორის ქედის სამხრეთ შტოებზე მდებარეობს [[ტყვარჩელი|ტყვარჩელის]] ქვანახშირის საბადო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ქედი“-დან