ბიოსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Seawifs global biosphere.jpg|thumb|300px|ბიოსფერო]]'''ბიოსფერო''' ([[ინგლისური ენა|ინგ.]] biosphere, [[ბერძნული ენა|ბერძ.]] bios - სიცოცხლე და sphaira - სფერო) — [[დედამიწა|დედამიწის]] თხელი ფენა, სადაც არსებობს და ვითარდება სიცოცხლე. ტერმინი „ბიოსფერო“ პირველად გამოჩენილმა ფრანგმა ნატურალისტმა [[ჟან ბატისტ ლამარკი|ჟან ბატისტ ლამარკმა]] გამოიყენა, ხოლო მწყობრი სწავლება ბიოსფეროს შესახებ მხოლოდ მე–XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მისი ავტორია [[რუსი]] მეცნიერი [[ვლადიმერ ვერნადსკი]].
 
თანამედროვე ბიოსფერო მოიცავს [[ლითოსფერო]]ს, ანუ დედამიწის ქერქს; [[ჰიდროსფერო]]ს ანუ დედამიწის წყლიან გარსს და [[რედაქტირება ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროატმოსფეროს]] ანუ პლანეტის აიროვან გარსს.
[[ფაილი:Top of Atmosphere.jpg|thumb|300px|ატმოსფერო]]
ბიოსფეროს ზედა საზღვარი [[ზღვაზღვის დონე|ზღვის]] დონიდან]] დაახლოებით 6 კილომეტრს აღწევს. ამ სიმაღლეზე ჯერ კიდევ შეუძლიათ არსებობა [[ქლოროფილი]]ს შემცველ [[მცენარე|მცენარეებს]]. ბიოსფეროს ქვედა საზღვარი ვრცელდება 2–3 [[კმ]] სიღრმეზე [[ხმელეთი]]ს პირობებში და 1–2 კმ–ის სიღრმეზე [[ოკეანე|ოკეანის]] ფსკერიდან.
 
ბიოსფეროს ერთ–ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა [[ნივთიერება|ნივთიერების]] წრებრუნვა მის ცოცხალ და არაცოცხალ ნაწილებს შორის . ამ პროცესს მნიშვნელოვანი [[ენერგია]] ესაჭიროება. ამ ენერგიის წყაროა [[მზე]].
მზის ენერგია ნივთიერებათა ორ წრებრუნვას უზრუნველყოფს – დიდს, ანუ [[გეოლოგიური წრებრუნვა|გეოლოგიურს]] და მცირეს, ანუ [[ბიოლოგიური წრებრუნვა|ბიოლოგიურს]]. დიდი წრებრუნვის მაგალითია [[წყალი|წყლის]] მიმოქცევა, რომელიც გულისხმობს [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირიდან წყლის აორთქლებას და მის დედამიწაზე დაბრუნებას [[ატმოსფერული ნალექები|ნალექის]] სახით. [[ოკეანე|ოკეანიდან]] მეტი [[წყალი]] [[აორთქლება|ორთქლდება]], ვიდრე ბრუნდება. ხმელეთზე პირიქით, მეტი [[ატმოსფერული ნალექები|ნალექი]] გამოიყოფა, რომლის ნაწილი [[მდინარე|მდინარეებში]], იქიდან კი ოკეანეებში ჩაედიენება.
 
ცოცხალი [[ორგანიზმი]]ს გაჩენასთან ერთად, დიდ ანუ გეოლოგიური წრებრუნვის წიაღში ჩაისახა მცირე, ანუ [[ბიოლოგიური წრებრუნვა]]. ბიოლოგიური წრებრუნვისათვის დამახასიათებელია [[ორგანული ნივთიერებები]]ს წარმოქმნა და დაშლა. ეს [[პროცესი]] ხორციელდება [[ქიმიური ელემენტები]]ს მიმოცვლით ცოცხალ ორგანიზმებს შორის.
 
[[ადამიანი]] ბიოსფეროს განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა და მას [[ნოოსფერო]] ანუ შეგნების სფერო ჰქვია.