მალაბარის ნაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:India Malabar Coast locator map.svg|thumb|მალაბარის სანაპირო ინდოეთის რუკაზე]]
'''მალაბარის ნაპირი''' — [[ინდოსტანის ნახევარკუნძული]]ს დასავლეთი სანაპირო ზოლი [[ინდოეთი|ინდოეთში]], [[გოა]]ს სამხრეთით. წარმოადგენს ალუვიურ დაბლობს, რომლის ზედაპირზე [[ბაზალტი]]ს, [[გრანიტი]]სა და [[გნაისი]]ს გუმბათოვანი შთენილებია. სიგანე 80 კილომეტრამდე. აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია დასავლეთ გატების კალთებით. ჰავა სუბეკვატორული მუსონურია. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე ცვალებადობს 25-დან 28C-მდე. ნალექები 2000-3000 მმ წელიწადში. სამხრეთში მშრალი სეზონი იანვარ-თებერვალშია, ჩრდილოეთით დეკემბრიდან-აპრილამდე. ადგილ-ადგილ წითელმიწა ნიადაგზე შემორჩენილია მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ტროპიკული ტყეები, მდინარეთა შესართავებთან — მანგროვიანი. მალაბარის ნაპირი [[ინდოეთი]]ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია. მისდევენ მიწათმოქმედებას; დიდი მნიშვნელობა აქვს ზღვიურ ქვიშრობში მინერალ მონაციტის მოპოვებას. მთავარი ნავსადგურია [[კოჩინი]].
[[ფაილი:Bekalfortbeach.JPG|thumb|პლაჟი ფორტ-ბეკალთან, [[კერალა|ქერალა]]]]
== ლიტერატურა ==
*[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], ტ. 6, გვ. 377, თბ., 1983 წელი.