საშინელებათა ფილმი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიფიცირება
(+კატ.)
(ვიკიფიცირება)
საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმები იყო [[მელიე, ჟორჟ|ჟორჟ მელიეს]] ''ეშმაკის ციხე-სიმაგრე'' ([[1896]]), რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს. გერმანელმა პოლ ვეგენერმა [[1913]] წელს გადაიღო ფილმი Der Golem, რომელმაც 1930-იანი წლებიდან შთააგონა [[ჰოლივუდი|ჰოლივუდს]] მონსტრებზე ფილმები.
 
მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე არის ისევ გერმანული [[მურნო, ფრიდრიხ ვილჰელმ|ფ.ვ. მურნოს]] ''ნოსფერატუ ვამპირი'' (1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. [[ვეინი, რობერ|რობერ ვეინის]] ''[[დოქტორი კალიგარის კაბინეტი|დოქტორ კალიგარის კაბინეტს]]'' კინორეჟისორები დღესაც მოდელად მიიჩნევენ.
 
===ხმოვანი კინო===
1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომისა და ატომური ბრძოლის შიშმა გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები.
 
1960-იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვენილი, როგორც ეს ხდება ''[[ფსიქო (ფილმი)|ფსიქოში]]ში''. 60-იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.
 
1990-იანი წლებიდან ამ ჟანრის ფილმებში ჩნდება პაროდიული და ირონიული ტონი, ამის მაგალითია ''[[კივილი]]''.