უჯარმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 69:
ნიშანდობლივია, რომ უჯარმასთან გორგასლის მეთაურობით ქართველობამ ირანელთა (ირანის შაჰი ავდაკის, მისი შვილი ბართამის) წინააღმდეგ გამართა ის ერთადერთი ბრძოლა, რომელში მონაწილე მეომართა რაოდენობა მრავალჯერ აჭარბებს ქართველების მიერ გადახდილ ნებისმიერ ბრძოლას (დაახლოებით 800-900 000 კაცი ორივე მხრიდან), მათ შორის დიდგორსაც, ბასიანსაც და შამქორსაც{{ფაქტი}}. მეცნიერები დღესაც ვერ არკვევნ, თუ კონკრეტულად უჯარმის შემოგარენის რა ნაწილებში განთავსდა ამდენი ხალხი. სავარაუდო ადგილად მიჩნეულია სოფლის განაპირა „ქვრივის ტყე“ და ვრცელი ველი, ე.წ. „ლამუანი“ (იგივე „ბაკი“, ანუ „ლამოვანი“), აგრეთვე ივრის განიერი, ხუთასი-რვაასი მეტრის სიგანის და დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის ჭალა დღევანდელი უჯარმიდან ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც სეზონური მდინარე „ლაფიანთხევი“ უერთდება იორს და სადაც მოგვიანებით „მარიამის“, ანუ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იქნა აშენებული. ეს ადგილი ერთადერთი ბუნებრივი გასავალი იყო ერწო თიანეთზე (დღევანდელი გზა სამხედრო დანიშნულებისაა და იგი რუსებმა გაიყვანეს XIX საუკუნეში) და მას უჯარმის ციხის განაპირა კოშკის მეციხოვნენი აკონტროლებდნენ{{ფაქტი}}. ციხე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კახელ თავადებსა თუ წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. მათი ბოლო მფლობელები ახმეტის ბატონები, ჩოლოყაშვილები იყვნენ{{ფაქტი}}.
 
== საინტერესო ცნობები ==
საინტერესოა ორი ისტორია თუ თქმულება, რომელთაგან ერთი უკავშირდება გორგასლის სიკვდილის ვერსიას, ხოლო მეორე — ჯვარპატიოსნის საგანძურის გატანას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უჯარმა“-დან