გაგრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 48:
 
== ისტორიული ცნობები ==
ქალაქი თავდაპირველად ბერძნული კოლონია იყო სახელად ტრიგლიტი (Triglite) და მასში ბერძნები და კოლხები სახლობდნენ. ძვ. წ.-ის I საუკუნეში ის [[პონტოს სამეფო]]ს გავლენის ქვეშ მოექცა, სანამ მას [[რომის იმპერია]] დაიქვემდებარებდა. ამ უკანასკნელმა ქალაქს ნიტიკა (Nitica) დაარქვა. მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო რომაელებმა ქალაქს ფორტიფიკაციები აუშენეს, რომელსაც გამუდმებით თავს ესხმოდნენ [[გოთები]] და სხვა მთიელი ხალხები. რომის დაცემის შემდეგ, მისი მემკვიდრე, [[ბიზანტიის იმპერია]], იღებს ქალაქის მართვის სადავეებს. IX საუკუნიდან გაგრა დანარჩენ აფხაზეთთან ერთად [[იმერეთის სამეფო]]მ შემოიერთა. ამ პერიოდში ის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ხდება და აქ [[გენუა|გენუელი]] და [[ვენეცია|ვენეციელი]] ვაჭრები მძლავრობენ. ქალაქის მთავარი ექსპორტი შალი, თაფლი, ცვილი და მონები იყო. სახელი "გაგრა"„გაგრა“ პირველად რუკაზე 1308 წელს ჩნდება, რომელიც იტალიელმა [[პიეტრო ვისკონტი]]მ შექმნა. ეს რუკა ამჟამად ვენეციის [[სან-მარკოს ბიბლიოთეკა]]ში ინახება.
 
გენუელებმა ადგილას, სადაც ამჟამად სოფელი ალახაძეა, დააარსეს ფაქტორია "სანტა„სანტა-სოფიასოფია“, ხოლო ბიჭვინთის კონცხზე - "პიცუნდო"„პიცუნდო“. XVI საუკუნეში გენუელები და ვენეციელები შავი ზღვის სანაპიროდან [[ოსმალეთი|ოსმალებმა]] განდევნეს. გენუელების ციხე-ქალაქები ოსმალებმა დაიკავეს. გაგრაში მონებით ვაჭრობა კვლავინდებურად ყვაოდა. 1641 წელს აქ უმგზავრია ვინმე თურქ ევლია ჩელებს, რომელიც გაგრას "კა„კა-კურის"კურის“ ნავსადგურს უწოდებს, იქ კი, სადაც ამჟამად ახალი გაგრაა, მისი სიტყვებით სოფელი "ჰაკე"„ჰაკე“ იყო (სოფელი გაგრიფში).
 
შუა საუკუნეების წყაროებში გაგრა მოხსენიებულია სხვა სახელწოდებებითაც — ვენეციური "კონტეზი"„კონტეზი“ (ნავსადგური), სპარსული "დერბენტი"„დერბენტი“ (ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის რკინის კარიბჭე).
 
XVIII საუკუნეში გაგრა დაკნინებას იწყებს. ნავსადგური ვაჭრებმა დატოვეს და მათი ადგილი მეკობრეებმა დაიკავეს. ხშირი იყო შეტაკებები [[აბაზგები]]სა და [[საძები]]ს ტომებს შორის.
ხაზი 73:
XIX საუკუნის ბოლოს ეს ადგილი მოინახულა რუსეთის მეფის ნათესავმა პრინცმა ოლდენბურგმა. ადგილობრივმა მეტყევე ა. როდიჩევმა ის დაარწმუნა აქ კურორტის გაშენების მიზანშეწონილობაში. პრინცს ამ წამოწყებაში გენერალი შერვაშიძე (ჩაჩბა) ეხმარება. მეფის თანხმობისა და ფულადი სახსრების გამოყოფბის შემდეგ მშენებლობა დაიწყო.
 
სახსრების დიდი ნაწილი პრინცის სასახლის აშენებაზე დაიხარჯა. საათიანი სასტუმრო (ამჟამად "გაგრიფში"„გაგრიფში“) დაშლილი სახით ნორვეგიიდან ჩამოიტანეს, რესტორანი კი — ვენიდან. სანაპიროზე პარკი გაშენდა, სადაც მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხე დარგეს.
 
გაგრას დამსვენებელთა დიდი ტალღა XX საუკუნის დასაწყისიდან მოაწყდა. 1911 წელს მას უკვე ელიტარული კურორტის სტატუსი ჰქონდა და აქ უკვე გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ.
ხაზი 79:
== საბჭოთა წყობილება ==
[[ფაილი:View of new Gagra.jpg|thumb|300px|ახალი გაგრა]]
1921 წლის 21 თებერვლიდან გაგრა უკვე წითელი არმიის ხელში აღმოჩნდა. [[ლენინი]]ს სპეციალური დეკრეტით გაგრა "საერთოსახელმწიფოებრივი„საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამკურნალო ცენტრი"ცენტრი“ გახდა. ქალაქში გაიხსნა მალარიის საწინააღმდეგო ცენტრი.
 
30-იანი წლებიდან გაგრა მთელი წლის კურორტი გახდა. აშენდა მეტეროლოგიური სადგური. დაიწყო სანატორიუმების აგება, ქუჩების კეთილმოწყობა. 1921-41 წლებში აფხაზეთის კურორტების კეთილმოწყობაზე სულ 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.
 
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგრა ფრონტისპირა ქალაქი გახდა და ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა. ომის შემდეგ კურორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღევანდელ სახეს უკვე 1970-იან წლებში იღებს ერთ-ერთ უდიდესი სანატორიუმის "კავკასიონის"„კავკასიონის“ აშენებით. ამ პერიოდში ახალ გაგრაში თერმულ-მინერალური წყალი აღმოაჩინეს და ბალნეოლოგიური კომპლექსი გახსნეს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაგრა“-დან