დეციმუს იუნიუს იუვენალისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
იუვენალისის შემოქმედებას [[სატირა|სატირის]] ჟანრისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი შემოქმედების გარეშე სატირა ალბათ არ შეიძენდა იმ მნიშვნელობას რაც მას დღემდე აქვს. იუვენალისის სატირებიდან ჩვენამდე მოაღწია თექვსმეტმა ჰექსამეტრიულმა სატირად 5 წიგნად, რომლებიც [[100]] - 127 წლებში იყო გამოცემული. იუვენალისის სატირები ასევე ნახსენებია მრავალრიცხოვან სიებში. ჩვენამდე მოაღწია სატირების დაახლოებით 300 ხელნაწერმა, ყოველი მათგანი საკმაოდ გვიანდელია და არაერთხელ იქნა გადაწერილი.
 
იუვენალისმა წერა [[ტრაიანე]]ს პერიოდში დაიწყო და განაგრძო [[ჰადრეანუსიადრიანე]]ს მმართველობის პერიოდშიც. ორივე ეს იმპერატორი წარმოადგენდა არისტოკრატიის შეხედულებით იმპერატორის იდეალს. ჩვენთვის ცნობილია [[პლინიუს უმცროსი]]ს წერილებიდან ტრაიანეს ქება. ამ დროს ლიტერატურის ასპარეზზე გამოვიდა მწერალთა მთელი პლეადა, ვინც დომიციანეს დროს წერას ვერ ბედავდა. იუვენალისიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.
 
იუვენალისის პირველ წიგნებში იგრძნობა ავტორის ენთუზიაზმი, რომელიც დესპოტი იმპერატორის სიკვდილითაა გამოწვეული, იგი ამხელს ტირანიას და დესპოტიზმს, გვიანდელ სატირებში კი, რომლებიც ადრეანეს მმართველობის პერიოდშია დაწერილი, ავტორი უფრო ზოგად საკაცობრიო პრობლემებს განიხილავს.