ფორესტ გამპი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: az:Forrest Qamp (film, 1994)
No edit summary
ხაზი 5:
| რეჟისორი = [[რობერტ ზემეკისი]]
| პროდიუსერი =
| სცენარისტი = უინსტონ გრუმი,<br />ერიკ როტთი
| როლებში = [[ტომ ჰენქსი,]]<br />რობინ რაიტ პენი,<br />სელი ფილდი
| კომპოზიტორი = ალან სილვესტრი
| კინემატოგრაფია =
ხაზი 19:
| შემდეგი =
| ვებგვერდი =
| imdb_id = 0109830
}}
 
'''ფორესტ გამპი''' - რეჟისორ [[რობერტ ზემეკისი]]ს [[1994]] წლის ფილმი. იგი ეფუძნება უინსტრონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო, რამაც ხაზი გაუსვა მასზე მთელ მსოფლიოში რეაქციას. მიუხედავად იმისა, რომ გრუმის მეორე რომანზე დაფუძნებული სცენარიც კი დაიწერა, 2009 წლისათვის ფილმის მეორე ნაწილი გადაღებული არ იქნა.
 
== სიუჟეტი ==
ხაზი 28:
{{სიუჟეტი}}
 
ფილმს ხსნის თავად ფორესტ გამპი, რომელიც 1981 წელს, [[ჯორჯია|ჯორჯიის]] შტატის ქალაქს სავანას მოედანზე ზის. სხვადასხვა ადამიანს, რომელიც ჯდება სკამზე ის თავის ისტორიას უყვება.
 
ბავშვობაში ფორესტს ჰქონდა პრობლემები ხერხემალზე, ასე რომ ის ორთოპედიულ დამხმარე ღეროებს ატარებდა. დაბალი გონებრივი ინტელექტის გამო მას არ ღებულობდნენ სკოლაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამისმა სკოლის დირექტორთან სექსუალური კონტაქტი იქონია, ბიჭი მიიღეს სკოლაში. იქ მან ჯენი კარენი გაიცნო, რომელიც მის საუკეთესო მეგობრად იქცა.
 
წლების შემდეგ ფორესტი იქცა ბეისბოლის გუნდის წევრად, რადგან მას შემდეგ, რაც ღეროები მოხსნეს, მან აღმოაჩინა, რომ სწრაფად სირბილი შეუძლია. სკოლის შემდეგ ის ჯარში მოხვდა, სადაც დამეგობრდა ბაბა სმითთან. ორივე ექვემდებარება ლეიტენანტ დენ ტეილორს. [[ინდოჩინეთის მეორე ომი|ვიეტნამის ომში]] ბაბა დაიღუპა, ფორესტმა კი გადაარჩინა დენი. მას შემდეგ, რაც თავად ფორესტიც დაჭრეს, ის არ დაბრუნებულა საბრძოლო ველზე. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მან თავად [[ლინდონ ჯონსონი]]სგან მიიღო ღირსების მედალი.
 
[[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონში]] სეირნობისას ფორესტი შეხვდა ჯენის, რომელიც ჰიპის გუნდს შეუერთდა და მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში.
 
ფორესტი ბრუნდება არმიაში და თავის თავში აღმოაჩენს [[მაგიდის ტენისისადმიჩოგბურთი]]სადმი მიდრეკილებას. თავისი ნიჭით ის კომუნისტურ ჩინეთშიც კი მოგზაურობს, სადაც იმარჯვებს სპორტის ამ სახეობის შეჯიბრებში. როგორც ომის ვეტერანი, ის ხვდება [[რიჩარდ ნიქსონი|რიჩარდ ნიქსონს]], აშშ-ს ახალ პრეზიდენტს. მოგვიანებით ფორესტი ძალაუნებურად ხდება [[უოტერგეიტის სკანდალი]]ს თანამონაწილე. [[ნიუ-იორკი|ნიუ იორკში]] გამპი მონაწილეობს ტელეგადაცემაში, [[ჯონ ლენონი|ჯონ ლენონთან]] ერთად. ტელესტუდიიდან გამოსული ის ხვდება ლეიტენანტ დენს, რომელიც ფეხებდაკარგულია და არ უხარია, რომ გამპმა ის გადაარჩინა.
 
დემობილიზაციის შემდეგ გამპი მაგიდის ტენისისჩოგბურთის ჩოგნების ბიზნესს იწყებს, რაც მას საკმარის შემოსავალს მოუტანს, რათა საკუთარი გემი შეიძინოს. ლეიტენანტი დენი მასთან ერთად გაცურავს. მათ ბადეში არც ერთი კრევეტი არ ჰყოფს თავს, მაგრამ დიდი გრიგალის შემდეგ ფორესტი ხდება კრევეტის ბიზნესის მონოპოლისტი, რადგან იჭერს კრევეტის დიდ პარტიას. ამის შემდეგ ფორესტი უფრო მდიდრდება, ხოლო დენი ხდება მისი ბიზნესის თანაპარტნიორი.
 
ფორესტი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქ გრინბოუში, რადგან მისი დედა კიბოს გამო თითქმის სიკვდილის პირას არის. დედის გარდაცვალების შემდეგ ის უფასოდ კრიჭავს ბალახს თავისი მეზობლების სახლების წინ.