კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(გასწორდა პუნქტუაცია, ჩაემატა შიდა ბმულები)
{{ქრისტიანობა}}
'''კათოლიციზმი''' ({{lang-gr|καθολικός (კათოლიკოს)}} — „საერთო“ , „უნივერსალური“}}) — [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] მოძღვრება, რომელსაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობაში]] ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს).
კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა [[1054]] წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად — [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკობად]] და [[მართლმადიდებლობა]]დ. ქრისტიანობის გათიშვის პროცესი ჯერ კიდევ III-IV საუკუნეში დაიწყო. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესი დაჩქარდა [[395]] წლიდან, როდესაც [[რომის იმპერია]] [[ბიზანტიის იმპერია|აღმოსავლეთ]] და [[დასავლეთ რომის იმპერია|დასავლეთ]] ნაწილებად გაიყო. იმპერიის ორ ნაწილად გაყოფამ, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები [[რომის პაპი|რომის პაპებს]] [[პეტრე მოციქული|პეტრე მოციქულის]] მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-სა და იოანე 21, 15-17-ს{{ფაქტი}}. [[1870|1870 წელს]] [[ვატიკანი]]ს საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში „შეუცდომლად და უცოდველად“ გამოაცხადეს.