ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რამდენიმე ანგარიში დაშვებული მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყონ ბმულები ამ ანგარიშებსა და შესაბამის მომხმარებლის გვერდებს შორის (იხილეთ ქვემოთ), თითოეული ასეთი ანგარიშის დანიშნულებისა და ურთიერთკავშირის ახსნა-განმარტებით. ასეთ შემთხვევაში, სასურველია მომხმარებლისა და მისი განხილვის გვერდის გადამისამართება შესაბამის მომხმარებელსა და განხილვის გვერდზე. მომხმარებლებმა, რომლებიც იყენებენ ანგარიშებს ბმულების გარეშე ან ცალკე IP მისამართებს, უნდა ძალიან იფრთხილონ, რადგან ისეთი უბრალო მოქმედებაც კი, როგორებიცაა ვიკიფიცირება, [[ვპ:ებ|ენათშორისი]] თუ შიდა ბმულების ჩასმა, შესაძლოა, მიჩნეული იქნას მოქმედებად რამდენიმე ანგარიშით, წესების დარღვევად, და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კეთილისმსურველი მიზნები სანქციების თავიდან აცილების მიზეზი ვერ გახდება.
 
== ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება {{მალხმობა|ვპ:არასწორი}} ==
ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევებით:
*'''მხარდაჭერის ილუზიის შექმნა''': ალტერნატიული ანგარიშები არ უნდა იქნას გამოყენებული იმაზე მეტი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
*'''პროექტის სივრცის რედაქტირება''': დაუხურავ ალტერნატიულ ანგარიშებს აკრძალული აქვთ: ვიკიპედიის პოლიტიკის, სახელმძღვანელოებისა და საკუთარი განხილვის გვერდების რედაქტირება; კომენტირება არბიტრაჟის პროცედურებზე; ხმის მიცემა [[ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები|ადმინისტრატორების არჩევნებში]], ასევე სხვა სახის ნებისმიერ არჩევნებში.<ref>იხილეთ [[:en:Wikipedia:Requests for arbitration/Privatemusings#Sockpuppetry]].</ref>
 
== სქოლიო ==
17,411

რედაქტირება