გიორგი მელიქიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
'''გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილი''' (დ. [[30 დეკემბერი]], [[1918]], [[თბილისი]] — გ. [[27 მარტი]], [[2002]]) — [[ქართველი]] [[ისტორიკოსი]]. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ([[1960|1960 წელი]]). მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე ([[1966|1966 წელი]]). [[საქართველო]]ს მეცნიერებათა აკადემიის [[ივანე ჯავახიშვილი]]ს სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ([[1965]]–[[1999]] წწ.), პროფესორი ([[1956|1956 წელი]]). [[სკკპ]] წევრი [[1946|1946 წლიდან]]. დაამთავრა [[თსუ]]-ის ისტორიის ფაკულტეტი ([[1939|1939 წელი]]). მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად ([[1944|1944 წლიდან]]). [[1999]]–[[2002]] წწ. ისტორიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორია.
 
მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძვ. აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო ურარტოლოგიაში. მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძვ. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე მელიქიშვილმა გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — [[კულხა]]ს და [[დიაუხი]]ს — ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძვ. წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის კვლევა-ძიების ხაზით მელიქიშვილმა მარქსისტულ-ლენინური მეთოდის გამოყენებით დაამუშავა კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის, ძვ. აღმოსავლურ და ანტიკურ საზოგადოებებში ფორმებისა და კლასობრივი სტრუქტურის საკითხები. ამ საზოგადოებების სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას მელიქიშვილი ახასიათებს ტიპოლოგიურად როგორც „წინაფეოდალურს“ (''„პროტოფეოდალურს“''), ხოლო სტადიალურად — როგორც ''„ადრეკლასობრივს“''.
 
== ჯილდოები ==