INOGATE: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
თურქეთი წარმოადგენს რა ინოგეიტის პარტნიორ ქვეყანას, რეგულარულად ესწრება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს, მაგრამ იგი არ წარმოადგენს ბენეფიციარ ქვეყანას. პროგრამა ინოგეიტი ევროკომისიის შემდეგი სამი დირექტორატის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს: ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მთავარი დირექტორატი; საგარეო ურთიერთობების მთავარი დირექტორატი და EuropeAid-ის თანამშრომლობის ოფისი.
 
== „ბაქოს ინიციატივა“ და „ასტანის დეკლარაცია“ ==
==“ბაქოს ინიციატივა” და “ასტანის დეკლარაცია”==
 
ბაქოს ინიციატივა ევროკავშირსა და ინოგეიტის პარტნიორ ქვეყნებს შორის მიმდინარე ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივა გაჟღერებული იქნა 2004 წლის 13 ნოემბერს ქ. ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა კონფერენციაზე. რიგით მეორე მინისტერიალი გაიმართა უკვე ქ. ასტანაში 2006 წლის 30 ნოემბერს. აღნიშნულ კონფერენციაზე განისაზღვრა პროგრამა ინოგეიტის გაფართოებული პროფილი, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა ენერგეტიკული საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
ბაქოს ინიციატივის მთავარ ამოცანს წარმოადგენს: პარტნიორი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია ევროკავშირის ბაზართან; გამჭირვალე ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება; ინვესტიციების მოზიდვა და ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; (ინიციატივის დანარჩენი ამოცანები ეხება ტრანსპორტის სფეროს). შესაბამისად, პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ მოახდინონ სამართლებრივი და ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაცია ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან, რათა უზრუნველყონ ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის გამართული ფუნქციონირება; არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაფართოების გზით უზრუნველყონ ენერგიის უსაფრთხოდ მიწოდება; განახორციელონ მოძველებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; განავითარონ ახალი ინფრასტრუქტურა და დანერგონ თანამედროვე მონიტორინგის სისტემა; ეფექტიანი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრირების გზით გააუმჯობესონ ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის მენეჯმენტი; ხელი შეუწყონ ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ამოცანები სრულად ასახული იქნა ასტანის მინისტრთა კონფერენციაზე დამტკიცებულ “გზამკვლევში”„გზამკვლევში“.
 
==სტრუქტურა და საქმიანობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/INOGATE“-დან