ოტო ჰანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
r2.7.2) (ბოტის დამატება: ml:ഓട്ടോ ഹാൻ; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-46019-0001, Otto Hahn.jpg|thumb|ოტო ჰანი]]
'''ოტო ჰანი''' ([[გერმ.]] Otto Hahn; დ. [[8 მარტი]], [[1879]], [[მაინის ფრანკფურტი]] - გ. [[28 ივლისი]], [[1968]], [[გეტინგენი]]), [[გერმანელები|გერმანელი]] ქიმიკოსი. სწავლობდა [[მარბურგი|მარბურგისა]] და [[მიუნხენი|მიუნხენის]] უნივერსიტეტებში, [[1919]]-[[1934]] [[პროფესორი]] [[ბერლინი|ბერლინში]]. [[1912]]-იდან მუშაობდა იმპერატორ ვილჰელმის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში (ბერლინში), სადაც [[1938]]-მდე [[ლიზე მაიტნერი|ლ. მაიტნერთან]] ერთად ჩაატარა გამოკვლევა ([[1928]]-იდან ამ ინსტიტუტის დირექტორი). [[1946]]-[[1960]] — [[მაქს პლანკი|მ. პლანკის]] საზოგადოების [[პრეზიდენტი]] [[გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა|გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში]], [[1960]]-იდან — საპატიო პრეზიდენტი. ჰანის ძირითადი შრომები ეძღვნება რადიოაქტიურობის გამოკვლევას. აღმოაჩინა მრავალი იზოტოპი და ახალი რადიოაქტიური ელემენტი პროტაქტინიუმი (ლ. მაიტნერთან ერთად). პირველმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების ბირთვული იზომერიის მოვლენა ([[1921]]) და ფ. შტრასმანთან ერთად ([[1938]]) ურანის [[ბირთვის გაყოფა]] ნეიტრონების მოქმედებით ([[ბირთვული რეაქციები]]). [[ნობელის პრემია]] ([[1944]]). მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი.
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 11, გვ. 600, თბ., 1987
 
ხაზი 40:
[[la:Otto Hahn]]
[[mk:Ото Хан]]
[[ml:ഓട്ടോ ഹാൻ]]
[[mr:ऑट्टो हान]]
[[nds:Otto Hahn]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტო_ჰანი“-დან