აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up using AWB)
'''აიონ-ოროსი''' ([[ბერძნ.]] Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), იგივე '''ათონი''', [[ნახევარკუნძული]] აღმოსავლეთ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ქალკედონის ნახევარკუნძული]]ს აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია [[ეგეოსის ზღვა]]ში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა [[ათონი]] (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო [[აქტე]]. [[ძვ. წ. 480]] საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე [[ქსერქსე]]ს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.
 
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|მინი|მარცხნივ|240პქ|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე, „ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ [[არაბები|არაბთა]] თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — „დიდი ლავრა“ აქ [[963]] წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. [[ბერძნები]]სა და [[ქართველები]]ს გარდა, აქ მონასტრები ააშენეს [[სერბები|სერბებმა]] (ხილანდარი), [[ბულგარელები|ბულგარელებმა]] (ზოგრაფუ), [[რუსები|რუსებმა]] (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, [[1961]] წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).
 
[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაცემის ხანაში, კერძოდ, [[თესალონიკე]]ს დაცემის შემდეგ, (1430) აიონ-ოროსი [[ოსმალები|ოსმალებმა]] დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. [[I მსოფლიო ომი]]ს შემდეგ, აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის პატრიარქი]]ს ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია [[კარიასი]] (X საუკუნიდან).
 
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|მინი|მარცხნივ|240პქ|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
{{-}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://www.mountathos.gr/active.aspx?mode=en{00000000-0000-0000-0000-000000000000}View ათონის მთის ვებ გვერდი]
== ლიტერატურა ==
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|454}}
{{commons|Athos}}
 
* ალექსიძე ა., ქსე, ტ. 1, გვ. 235, თბ., 1975
* Кондаков Н. П., Памятники христианского искусства на Афоне, СПб., 1902;
* Sherrard Ph., Athos the mountain of silence, Osf., (Toronto), 1960
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|454}}
== ინტერნეტ რესურსები ==
{{commons|Athos}}
[http://www.mountathos.gr/active.aspx?mode=en{00000000-0000-0000-0000-000000000000}View ათონის მთის ვებ გვერდი]
{{ათონის წმინდა მთა}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საბერძნეთში}}