ლექსიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
არაანბანური(იდეოგრაფიული) ლექსიკონებია: როჟეს თეზაურუსი ინგლისური სიტყვებისა და ფრაზებისა (1-ლი გამოცემა 1852). დორნზაიფის გერმანული ლექსიკური ფონდი(1934) და სხვა.
 
ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ლექსიკონთაგან უძველესია პაოლინის მიერ შედგენილი [[ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)|ქართულ–იტალიური]] ლექსიკონი (შეიცავდა 3084 სიტყვას, გამოცემულია რომში 1629 წელს; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნია). ქართული ლექსიკოგრაფიის შესანიშნავი ძეგლია [[სულხან–საბა ორბელიანი]]ს "[[სიტყვის კონა]]", რომლის შედგენა ავტორს 1713 წელს დაუსრულებია; პირველად გამოიცა [[1884]] წელს [[რაფიელ ერისთავი]]ს რედაქტორობით, ის განმარტებითია, თუმცა სიტყვებს ხშირად თარგმანიც ახლავს (იტალიურ, თურქულ და სომხურ ენებზე). მასალა განლაგებულია ანბანურად , მაგრამ ასამდე სემანტიკურ ბუდესაც შეიცავს (მაგ.: სტატიაში თოვლი საკუთრივ "თოვლის" განმარტებასთან ერთად დახასიათებული თრთვილი, ყაპი, ფიფქი, ჭყაპი და სხვა).
 
XIX საუკუნეში სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონის საფუძველზე [[ნიკოლოზ ჩუბინაშვილი|ნიკოლოზმა]] და [[დავით ჩუბინაშვილი|დავით ჩუბინაშვილებმა]] შეადგინეს ქართულ–რუსული (1840-87) და რუსულ–ქართული(1846–86) ლექსიკონები. 1884 წელს გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის მოკლე ქართულ–ლათინური საბუნებისმეტყველო ლექსიკონი.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლექსიკონი“-დან