ვასალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Robot: Interwiki standardization)
'''ვასალიტეტი''' ([[ფრანგ.]] vassalite < vassal, გვიანდელი [[ლათ.]] vassalus < vassus -მსახური) პირადი დამოკიდებულების სისტემა წვრილი ფეოდალებისა (ვასალებისა) დიდ ფეოდალებზე (სენიორებზე) შუა საუკუნეებში.
 
==საქართველო==
{{ესკიზი}}
==საქართველო==
[[საქართველო]]ში ვასალიტეტის შესატყვისი ტერმინები იყო "უფალ-მონობა" (X ს-მდე) და "პატრონყმობა" || "ბატონყმობა" (X-XVIII საუკუნეებში). "უფალი " (მამფალი, ე. ი. მამაკავი უფალი) აღნიშნავდა სენიორს, "მონა" (ძვ. სპარს.) - ვასალს. X საუკუნიდან უფალი შეცვალა პატრონმა (ლათ.), ხოლო მონა - ყმამ (სიტყვიდან ყრმა - ყმაწვილი). XV საუკუნიდან გვხვდება პატრონიდან ნაწარმოები ტერმინი ბატონი (შუალედური ტერმინები პატრონსა და ბატონს შორის იყო პატონი და ბატრონი). ამრიგად, ვასალიტეტის აღსანიშნავად XV საუკუნიდან პატრონყმობის პარალელურად იხმარება ტერმინი ბატონყმობა. მაინც, XVIII ს-დე გაბატონებულია "პატრონი", "ბატონი" შედარებით იშვიათად იხმარება. უმაღლეს სენიორს - [[სიუზერენი|სიუზერენს]] ეწოდებოდა მეფე (უფალი, მეუფე და მეფე საერთო ძირიდან ნაწარმოები ტერმინებია). სენიორალური უფლებების აღმნიშვნელი ტერმინები იყო: უფლება || უფლობა || ფლობა, მეუფება, მეფობა, პატრონობა || ბატონობა. ვასალურ ვალდებულებებს აღნიშნავდნენ ტერმინები: მონება,სამსახური, ყმობა (აქედან ყველაზე უფრო გავრცეკლებული იყო სამსახური), გვხვდება აგრეთვე სენიორისა და ვასალის აღმნიშვნელი კერძო ხასიათის ტერმინები: გამზრდელი (სენიორი) - გაზრდილი (ვასალი); მამა - მძუძე (სენიორი) - ძუძეული, ძუძუმტე (ვასალი); საკუთარი (მაღალი კატეგორიის ვასალი); წული (ვასალი), სეფეწილი (სამეფო ვასალი); წინაშემდგომელი (ვასალი); მსახური (დაბალი კატეგორიის ვასალი, შემდეგში ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია); კაცი (დაბალი კატეგორიის ვასალი; შემდეგში ყმა გლეხის სინონიმი); მოკიდებული (ვასალი). ეკლესიაც ფეოდალური ორგანიზაცია იყო და მასაც ჰყავდა თავისი ვასალი ფეოდალები, იქ ვასალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო "შვილი", ხოლო სენიორისა "მამა". საეკლესიო და სამონასტრო ვასალ ფეოპდალებს ეწოდებოდა: "ეკლესიისშვილი", "საყდრისშვილი", "მცხეთისშვილი" (ე. ი. მცხეთის სვეტიცხოვლის ყმა ფეოდალი), "მონასტრისშვილი", "ვარძიისშვილი" (ე. ი. ვარძიის მონასტრის ყმა ფეოდალი), "ქვათახევისშვილი", "შიოსშვილი" და სხვა. ტერმინი "შვილი" ეკლესიაში შევიდა საერო სფეროდან, სადაც ის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ტერმინი, წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების წიაღში და გადავიდა კლასობრივ საზოგადოებაშიც. საერო სფეროში ის შეცვალა ტერმინმა მონამ (ისევე, როგორც მამა შეცვალა უფალმა).