საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[ბორის კუფტინი]], [[ოთარ ჯაფარიძე]], [[ჯურხა ნადირაძე]]. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება [[ბრინჯაოს ხანა|ადრეული ბრინჯაოს ხანიდან]] დღემდე.
 
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: [[პასიეთის გორასამარხი]], [[ნაჩერქეზევი]], [[სარეკის ეხი]]; ნამოსახლარები [[მოდინახე]]ს ციხეზე, სოფლებში [[არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|არგვეთი]], [[საირხე]], [[კალვათა]], [[ჭორვილა]], [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].
 
გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. [[წერეთლები]]ს რეზიდენცია [[მოდინახე]]ს ციხე იყო, ხოლო [[აბაშიძეები]]ს - სოფელი [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].