საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზებული ადამიანის ნაკვალევი დადასტურებულია უხსოვარი დროიდან. პირველი არქეოლოგიური მონაპოვარი დაკავშირებულია [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ძმის – დავითის სახელთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას არქეოლოგიურად სწავლობდნენ მეცნიერები [[ექვთიმე თაყაიშვილი]], [[ბორის კუფტინი]], [[ოთარ ჯაფარიძე]], [[ჯურხა ნადირაძე]]. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება [[ბრინჯაოს ხანა|ადრეული ბრინჯაოს ხანიდან]] დღემდე.
 
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: [[პასიეთის გორასამარხი]], [[ჭაბუკმთანაჩერქეზევი]], ნამოსახლარები [[მოდინახე]]ს ციხეზე, სოფლებში [[არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|არგვეთი]], [[საირხე]], [[კალვათა]], [[ჭორვილა]], [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].
 
გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. [[წერეთლები]]ს რეზიდენცია [[მოდინახე]]ს ციხე იყო, ხოლო [[აბაშიძეები]]ს - სოფელი [[ჭალა (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ჭალა]].
1917 წლამდე ტერიტორია შედიოდა [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] [[შორაპნის მაზრა|შორაპნის მაზრაში]], 1917-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის რაიონში]]. 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.
 
[[1991]] წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დაემატა სოფლები [[თედელეთი]], [[სინაგური]], [[ტბეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ტბეთი]], [[ქვემო ქარზმანი]], [[ზემო ქარზმანი]], [[ხახეთი]] და [[ჯალაბეთი]], რომლებიც მანამდე [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის აო-ს]] მიეკუთვნებოდნენ. ამან გამოიწვია [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|2008 წლის აგვისტოს ომის]] დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ ტერიტორიების მიმართ. ამის გამო მუნიციპალიტეტის სოფელი [[პერევი]] და მიმდებარე ტერიტორიები 2 წლის მანძილზე 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე [[ოკუპაცია|ოკუპირებული]] იყო [[რუსეთი]]სა და [[სამხრეთ ოსეთი]]ს სამხედრო ძალების მიერ.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2194262.html რადიო თავისუფლება: რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს]</ref>
 
==ადგილობრივი თვითმმართველობა ==