საჩხერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 65:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] სახელთან დაკავშირებული ისტორიული ძეგლები. სოფელ [[სხვიტორი|სხვიტორში]] დგას 1834 წელს აშენებული სასახლე, რომელიც აკაკის მამას, როსტომ წერეთელს ეკუთვნოდა და რომელშიც აკაკი იზრდებოდა და ცხოვრობდა. ამჟამად ამ სახლში აკაკის სახლ-მუზეუმია მოწყობილი. ასევე სოფელ [[სავანე (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|სავანეში]] შემორჩენილია აკაკის ძიძის ქოხი, სადაც გაძიძავებული აკაკი იზრდებოდა.
 
სოფელ [[ცხომარეთი]]ს მიდამოებში მდებარეობს [[ჯრუჭის მონასტერი]], სადაც შენახული იყო ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება. სოფელ სავანეში დგას 1046 წლის [[სავანის წმინდა გიორგის ეკლესია]], რომელიც ხუროთმოძღვარმა [[ჰარაბა]]მ ააშენა. ეკლესიაზე სამშენებლო წარწერაა. სოფელ [[ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)|ქორეთში]] დგას ორი ეკლესია. მათგან ერთ-ერთზე - [[ქორეთის ღვთაების ეკლესია]]ზე, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება, შემორჩენილია [[ქორეთის ეკლესიის წარწერა]], რომელიც [[1000]] წელსაა შესრულებული. სოფელ სპეთში დგას XI საუკუნის [[სპეთის ზედამაცხოვარი]].ამ ეკლესიის კანკელი [[საქართველოს ხელოვნების ეროვნულისახელმწიფო მუზეუმი|ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში]] ინახება. მის კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.
 
[[ფაილი:ქორეთის მაცხოვრის ეკლესია.jpg|thumb|250px|[[ქორეთის ღვთაების ეკლესია]]]]