გეოქიმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 83:
თანამედროვე [[ატმოსფერო]] - ჟანგბად-აზოტოვანი გარსი - მეორეული ბუნებისაა და ძირითადად წარმოიქმნა ფოტოსინთეზის შედეგად თავისუფალი ჟანგბადის გაჩენისა და ვულკანური აირების H2S, NH3-ის ხარჯზე. ატმოსფეროს ქვედა საზღვარი [[ლითოსფერო]]სა და [[ჰიდროსფერო]]ს ზედაპირთან გადის, მაგრამ [[ატმოსფერო]]ს ნივთიერება საკმაოდ ღრმად აღწევს [[ლითოსფერო]]სა და [[ჰიდროსფერო]]შიც.
 
ატმოსფეროს ნივთიერების უდიდესი ნაწილი [[დედამიწა|დედამიწის]] გრავიტაციული ველის ზეგავლენით თავმოყრილია მის ქვედა 8-18 კმ სისქის ფენაში - [[ტროპოსფერო]]ში. მისი ქიმიური შედგენილობა რთულია, აეროზოლების სახით იგი შეიცავს მიწიერ და კოსმოსურ მტვერსაც. ატმოსფეროს ნახშირორჟანგის წყაროს, ვულკანების გარდა, ოკეანისა და ზღვის წყალი წარმოადგენს, რომელივრომელიც გათბობისას გამოყოფს CO2-ს.
ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობაზე გავლენას ახდენს ბირთვული გარდაქმნები, ორაგანული ნაშთების ლპობის შედეგად გამოყოფილი აირები და სხვ.; ატმოსფეროს O2 და CO2 მნიშვნელოვან როლს ასრულებენ [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] [[გამოფიტვა|გამოფიტვასა]] და ბევრ სხვა [[ეგზოგენური პროცესები|ეგზოგენურ პროცესში]].
 
მიწისქვეშა ატმოსფეროები ფოროვან ქანებსა და ნაპრალებში მოქცეული სხვადასხვა წარმოშობის აირებია. გენეზისის მიხედვით განარჩევენ :
* ''ბიოქიმიურ აირებს;''
* ''ატმოსფერულ აირებს;''
* ''ვულკანურ აირებს;''
* ''რადიოგენურ აირებს.''
 
== ბიოსფერო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გეოქიმია“-დან