'''ნერვული სისტემა''' - ([[ლათ.]] nervus-ნერვი) არის ბიოლოგიური სისტემა, რომელიც '''ცენტრალური'''([[თავის ტვინი]] და [[ზურგის ტვინი]]) და '''პერიფერიული'''(მათთან დაკავშირებული [[ნერვი|ნერვები]] და ნერვული კვანძები) ნაწილებისაგან შედგება. იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, დამახსოვრებას, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.
'''ნერვული სისტემა''' ([[ლათ.]] nervus-ნერვი) - ყოველ ჩვენს მოქმედებაში უმნიშვნელოვანესი როლი ნერვულ სისტემას უჭირავს
. იგი სხეულის მართვის და კომუნიკაციის ყველაზე კომპლექსური და მნიშვნელოვანი ქსელია. ნერვული სისტემა მნიშვნელოვანია მხედველობისა და სმენისათვის, ტკივილის და სიამოვნების აღსაქმელად, მოძრაობების გასაკონტროლებლად, სხეულის ფუნქციების სარეგულიროდ, მაგალითად, საჭმლის მონელებისა და სუნთქვის დროს, ნერვული სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აგრეთვე, ლაპარაკის, მახსოვრობის და გადაწყვეტილებების მიღებისას.
== სერვული სისტემის შემადგენელი ნააწილები ==
: სერვული სისტემის „მომუშავე ნაწილებია“ მილიონობით ერთმანეთთან დაკავშირებული უჯრედები, რომელთაც ნეირონები ეწოდებათ. [[ფაილი:ნეირნი.jpg|thumb|ნეირონი]] მათი ფუნქცია კომპლექსურიელექტროდანადგარის კაბელის მსგავსია. ნეირონები ნერვული სისტემის ერთი ნაწილიდან იღებს სიგნალს და მეორე ნაწილში გადააქვს. ნეირონი მეტად მგრძნობიარე უჯრედია, რომელიც იოლად ზიანდება. ტრამვის, ინფექციის, წნევის, ქიმიური აშლილობის ან ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ განადგურდეს. უფრო მეტიც, განადგურებული ნეირონების აღდგენა შეუძლებელია, ასეთმა მოვლენამ შესაძლოა სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. სერვული სისტემა ექცევა ორ ურთიერთდამოკიდებულ დაწილებს შორის. ერთია ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც მოიცავს ზურგის ტვინს, ზოლო მეორეა პერიფერიული ნერვული სისტემა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ არსებულ ყველა ნერვულ უჯრედს მოიცავს. ორივე, პერიფერიულიც და ცენტრალური ნერვული სისტემაც, თავის მხრივ, კიდევ არის დაყოფილი. პერიფერიულ ნერვულ სისტემას გააჩნია ორი ძირითადი განაყოფი: გარე სისტემა, რომელსაც სომატური ნერვული სისტემა ეწოდება და შიდა, ავტონომიური ნერვული სისტემა. სომატურ სისტემას ორმაგი როლი აკისრია. მისი პირველი დანიშნულებაა სხეულის გრძნობის ორგანოებიდან ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციით ცენტრალური ნერვული სისტემის უზრუნველყოფა. მისი მეორე დანიშნულება გულისხმობს სიგნალების გადაცემას ცენტრალური ნერვული სისტემიდან ჩონჩხის კუნთებისათვის მიღებული ინფორმაციის საპასუხოდ.
== ცნობიერება და გაუცნობიერება ==
: ავტონომიურ ნერვულ სისტემას ეხება ჩვენი შინაგანი ორგანოებისა და ჯირკვლების, მაგალითად, გულის, კუჭის, თირკმლების და პანკრეასის რეგულაცია. სომატურ ნერვულ სისტემას ორი ძირითადი კომპონენტი - სენსორული და მოტორული სისტემები გააჩნია. გარესამყაროს შესახებ ინფორმაციაა მიიღება სენსორული გრძნობის ორგანოებისგან, მაგალითად, თვალის მიერ. ეს ორგანოები შეიცავენ სპეციალურ რეცეპტორულ უჯრედებს. არსებობს მსგავსი უჯრედები, რომლებიც აღიქვამენ ტკივილს, შეხებას და კანის ტემპერატურას. ამ რეცეპტორებიდან მომავალი სიგნალები სენსორულ ნერვულ ბოჭკოში მიემართება ცენტრალური ნერვული სისტემისაკენ. ამ ბოჭკოებში არსებული სიგნალის ნიმუში, რომელშიც იმპულსთა რიცხვი შესაძლოა მილიონს აღწევდეს, მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის გარესამყაროს შესახებ. როგორც კი სენსორული ბოჭკოები მიაწვდიან ინფორმაციას ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მოტორული ბოჭკოც, შესაბამისად, მაშინვე გადაისვრის სიგნალებს კუნთების მიმართულებით. ორივე სენსორული და მოტორული ბოჭკოები წარმოადგენენ სენსორული და მოტორული სეირონების საწილებს. სენსორული ბოჭკოების უჯრედული სხეული თავის და ზურგის ტვინის გარეთაა მოთავსებული, ხოლო მოტორული ნეირონების კუთვნილი უჯრედული სხეულების თავის და ზურგის ტვინშია მოქცეული. სხეულის განსაზღვრულ ორგანოში ან არეში შეტყობინებების მატარებელი მოტორული და სენსორული ბოჭკოები ერთ ჯგუფად ერთიანდებიან და მას ნერვი ეწოდება. სხვადასხვა ნერვი „ემსახურება“ განსაზღვრულ არეს ან ორგანოს. მთლიანობაში 43 წყვილი ნერვი აღმოცენდება ცენტრალური ნერვული სისტემიდან: 12 წყვილი თავის ქალას ნერვი თავის ტვინიდან და, დანარჩენი 31 წყვილი ზურგის ტვინის ორივე მხრიდან. თავის ქალას ნერვი ძირითადად ემსახურება გრძნობის ორგანოებს და თავის კუბთებს. მეტად მსიშვნელოვანი თავის ქალა ნერვი - ცთომილი ნერვი უზრუნველყოფს საჭმლის მონელების ორგანოებს, გულს და ჰაერის ნაკადს ფილტვებში. ზოგიერთი თავის ქალას ნერვი, მაგალითად, თვალის ოპტიკური ნერვი, მოიცავს მხოლოდ სენსორულ ბოჭკოს.
: სპინალური ნერვები ზურგის ტვინიდან აღმოცენდება და ყოველთვის მოიცავს მოტორულ და სენსორულ ბოჭკოებს. ისინი უზრუნველყოფენ სხეულის კისრის ქვედა არეს. ყოველი სპინალური ნერვი ორი ფესვითაა მიმაგრებული ზურგის ტვინზე, ერთი მათგანი მოტორულ ბოჭკოს მატარებელია, მეორე კი - სენსორულ ბოჭკოსი.
[[Category:ნერვული სისტემა]]
|