ვიქტორ ბროსე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''ვიქტორ ლავრენტის ძე ბროსე''' (დ. [[26 მაისი]], [[1893]], [[პეტერბურგი]], - გ. [[1937]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, ქართული საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. წარმოშობით [[საფრანგეთი|ფრანგი]], გამოჩენილი ფრანგი ქართველოლოგის, აკადემიკოს [[მარი ბროსე|მარი ბროსეს]] შვილიშვილი. ცნობილი საბავშვო მწერლის [[მარიკა ხოშტარია|მარიკა ხოშტარიას]] ("მარეხი") მეუღლე, აკადემიკოს [[ედიშერ ხოშტარია-ბროსე|ედიშერ ხოშტარია-ბროსეს]] მამა.
 
Line 8 ⟶ 7:
 
ეწეოდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იყო [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში. [[1917]] წლიდან ბროსე იყო [[საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია|საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის]], ხოლო [[1921]]-[[1924]] წლებში მემარჯვენე ფედერალისტთა ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იგი დახვრეტილ იქნა [[1937]] წელს თბილისში, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ("შინსახკომი") ე.წ. "დიდი სამეული"-ს დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა [[1956]] წელს.
 
==ლიტერატურა==
* თამარ ღვალაძე. ვიქტორ ბროსე (მოგონება).- გაზ. "კალმასობა", N 5(18), 1998.
 
{{DEFAULTSORT:ბროსე, ვიქტორ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_ბროსე“-დან