სესილია თაყაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| გამორჩეული როლები =
}}
'''სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი''' (დ. [[17 სექტემბერი]], [[1906]], [[ბათუმი]] ― გ. [[21 მაისი]], [[1984]]), [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ([[1966]]).
 
==ბიოგრაფია==
[[1926]] დამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრში]]. 1930-1966 წლებში [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის სახელობის თეატრის]] მსახიობი იყო.
 
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის„ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის„კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის "მე„მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს„ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული„ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია„მარია სტიუარტი") და სხვა.

თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
 
1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("[[ჭირვეული მეზობლები]]", 1949), ვასასის ("[[ჩვენი ეზო]]", 1956), ელპიტეს ("[[საბუდარელი ჭაბუკი]]", 1956), ოლღას ("[[მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)|მე, ბებია, ილიკო და ილარიონი]]", 1962), ბორდოხანის ("[[დიდოსტატის მარჯვენა]]", 1969), მარადიას ("[[ნატვრის ხე]]", 1977), ასინეთას ("[[დათა თუთაშხია]]") და სხვა როლები. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით.