ნატო ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია – ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი – რუსი.
ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. მაგრამ გიორგი მაინც წასულა. ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია.
ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი წლის ნახევრის. დედამ შვილები წაიყვანა [[კახეთშიკახეთი|კახეთი]], სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალებში დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ ფხომელში. ეკატერინემ მალე ააშენა [[გურჯაანი|გურჯაანი]] ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.
ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში.
კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს.იგი 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი.1939 წ. მერაბი ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატო_ვაჩნაძე“-დან