აჩრდილწაღებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
 
== სიუჟეტი ==
 
{{სიუჟეტი}}
 
ფილმი იწყება მთავარი გმირის, გოგონა ჩიჰიროს მოგზაურობით. მშობლებთან ერთად იგი გადადის საცხოვრებლად ახალ სახლში, მაგრამ გზად ისინი გეზს იცვლიან და შედიან იდუმალ ცარიელ ქალაქში. მოულოდნელად დედ-მამა აღმოაჩენენ უამრავ საჭმელს და, შიმშილის გრძნობის გამო, გემრიელად შეექცევიან მას - თუმცა ეს პროცესი რამდენიმე წამში ამაზრზენ სანახაობად იქცევა. მოულოდნელად ორივე იქცევა ღორებად. ჩიჰირო შეშინებულია, მაგრამ ამასობაში ღამდება და იგი გაიცნობს ბიჭუნა ჰაკუს. ქალაქი იღვიძებს და ივსება საოცარი აჩრდილებით. ჰაკუ ეუბნება ჩიჰიროს, რომ მას შეუძლია მშობლების გადარჩენა, თუკი მისტიური აბანოს მეპატრონეს, იუბაბას მოინახულებს და აბანოში სამუშაოს დაიწყებს. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ჰაკუს საიდანღაც ახსოვს ჩიჰირო, მაგრამ ”ჰაკუ” მისი ნამდვილი სახელი არ არის და მას არ ახსოვს ნამდვილი სახელი.