რიცხვითი სახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: რიცხვითი სახელი ჰქვია სიტყვას, რომელიც აღნიშნავს საგნის რა...
(განსხვავება არ არის)

15:47, 23 ივლისი 2011-ის ვერსია

 რიცხვითი სახელი ჰქვია სიტყვას, რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს მთელთან შეფარდებით.ამის მიხედვით რიცხვითი სახელი სამგვარია: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.
 რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას. მისი კითხვაა რამდენი? - ერთი, ათი, ოცი...
 რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს. მისი კითხვებია: მერამდენე? რიგით რომელი? - მეორე, მეათე, მეოცე...
 წილობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის ნაწილს მთელთან შეფარდებით. მისი კითხვაა მერამდენედი? -მეათედი, მეასედი...
 რიცხვითი სახელი ძველ ბერძნულსა და ლათინურ გრამატიკებში დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად არ იყო მიჩნეული. იგი გამოიყო შუა საუკუნეებში (მე-17 საუკუნიდან უკვე არსებობს). 

ლიტერატურა: ფეიქრიშვილი ჟ. - ქართული ენის მორფოლოგია, ქუთ., 2010.