'''ბაქარი''' (* [[7 აპრილი]]., [[1699]] ან [[1700]] ― † [[1 თებერვალი]]., [[1750]], [[მოსკოვი]]), [[ქართველები | ქართველი]] სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. [[ვახტანგ VI]]-ის ძე. [[რუსეთი | რუსეთის]] არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) [[1716]]-[[1719]], [[ვახტანგ VI]]-ის ირანში ყოფნის დროს. [[1724]] მამასთან ერთად რუსეთში გადასახლდა. [[1729]] წლის 30 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. ბაქარი მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. [[1743]] მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით. ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან ([[ტატიშჩევი, ვასილი | ვ. ტატიშჩევი]], ჟ. დე-ლილი), აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს.