საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Ninotsminda monastery, Kakheti, Georgia (1).jpg|thumb|200px|ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი]][[ფაილი:Sagarejoninowminda.jpg|thumb|200px|საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის რუკა]]'''საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია''' - [[საქართველო]]ს ეკლესიის სამღვდელმთავრო [[აღმოსავლეთ საქართველო]]ში, გარე კახეთში, [[მდინარე]] [[იორი|ივრის]] აუზში, [[გომბორის ქედი]]ს სამხრეთ-დასავლეთი კალთებზე. იგი მოიცავს ქალაქ [[საგარეჯო]]სა და მის [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|მუნიციპალიტეტს]]. ეპარქიას აღნიშნული სახელწოდება [[2003]] წლის [[18 აგვისტო]]ს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წმინდა [[სინოდი]]ს კრებაზე ეწოდა. [[1995]] წლის [[5 აპრილი]]დან იგი საგარეჯოსა და გურჯაანის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, რომლის გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, და [[გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია]]. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირებით, სამღვდელთმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[ბოდბის ეპარქია|ბოდბისა]] და [[გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია|გურჯაან-ველისციხის]], დასავლეთიდან - [[რუსთავისა და მარნეულის ეპარქია|რუსთავ-მარნეულისა]] და [[მცხეთა-თბილისის ეპარქია|მცხეთა-თბილისის]], ჩრდილოეთიდან - [[ალავერდის ეპარქია|ალავერდისა]] და [[თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია|თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიები]], სამხრეთის მიჯნა საქართველო-[[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.
 
 
== ისტორია ==
 
 
სააგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული [[კახეთის სამეფო]]ს მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათალიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი - [[ნინოწმიდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)|ნინოწმინდა]] და [[ჭერემი]] თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნინოწმიდის საეპისკოპოსოს კათედრა - „უჯარმის კარი“ - მეფის სასახლის კარის [[ეკლესია]] იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში [[დვინის საეკლესიო კრება]]ზეც მოიხსენიებოდა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[საქართველოს ეპარქიები]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [[საქართველოს ეპარქიები]]
* [http://www.patriarchate.ge/?action=text/ninotsminda საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია]
* [http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/sagarejo.htm საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია]
 
{{საქართველოს ეპარქიები}}