შიდა ქართლის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''შიდა ქართლის ვაკე''' [[ამიერკავკასია|სამხრეთ კავკასიის]] მთათაშორისი ბარის შუა ნაწილი. შემოსაზღვრულია [[კავკასიონი]]ს, [[ლიხის ქედი|ლიხის]], [[თრიალეთის ქედი|თრიალეთისა]] და [[ქართლის ქედი|ქართლის ქედებით]]. მოიცავს ტირიფონ-მუხრანის ვაკესა (ჩრდილოეთით) და შუა მტკვრის ხეობას (სამხრეთით), რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია [[კვერნაქის ქედი]]თ . ტირიფონ-მუხრანის ვაკეს უკავია ნეოგენური წყებების [[სინკლინი]] და წარმოქმნილია კავკასიონის [[მდინარე]]თა აკუმულაციური მოქმედებით. აბსოლუტური სიმაღლე 500-800 [[მეტრი]]. მისი დასავლეთი ნაწილი [[ტირიფონის ვაკე]]ა, აღმოსავლეთი - საამილახვროსა და მუხრან-საგურამოს ვაკეები. მტკვრის ხეობა გამომუშავებულია კვერნაქისა და თრიალეთის ქედებს შორის, დატერასებულია. ხეობის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 500-700 მეტრი.
 
== ჰავა ==
ხაზი 8:
 
ვაკეზე ძირითადად გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, ტყის ყავისფერი და შავმიწისებრი [[ნიადაგი|ნიადაგები]], რომელზედაც განვითარებულია სტეპური და ტყესტეპური მცენარეულობა. მთავარ მდინარეთა გაყოლებით ჭალის ტყის ფრაგმენტებია. გაბატონებულია კულტურული [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]].
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|10|744|მარუაშვილი ლ.}}
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]