ჯოსერის პირამიდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.4) (ბოტის დამატება: he:הפירמידה של ג'וסר
ხაზი 22:
=== მშენებლობის პირობები ===
[[ჯოსერი|ჯოსერს]] სურდა თავის ცხრამეტწლიანი მმართველობის პერიოდში (დაახლოებით ძვ. წ. 2665–2645 წლები) [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტეში]] აგებულიყო მანამდე არნახული მონუმენტური სამარხი. [[ფარაონი|ფარაონ]] [[ჯოსერი]]ს მმართველობა გამოირჩეოდა პოლიტიკური სტაბილურობით, მზარდი მატერიალური კეთილდღეობითა და პროგრესით როგორც [[მეცნიერება]]ში, ასევე [[არქიტექტურა|მშენებლობის]] საქმეებში<ref name="Verner-Stufenpyramide" />.
 
საკუთარი საბოლოო განსასვენებლის ადგილსამყოფლად [[ჯოსერი|ჯოსერმა]] საკარას ნეკროპოლი აირჩია. პირამიდის კომპლექსი უნდა აგებულიყო მეორე დინასტიის ფარაონების ჰოტეფსეხემუის, რანებისა და ნინეჩერის სამარხებთან, ასევე გირს-ელ-მუდირის ნაგებობასთან ახლოს. ჯოსერის პირამიდა აშენდა არა სრულიად ახალ, ხელუხლებელ ადგილას, არამედ ტერიტორიაზე, სადაც მანამდეც არსებობდა ნეკროპოლი; ამას მოწმობს კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილი ძველი სამარხები.
 
== სქოლიო ==