აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
ხაზი 15:
|წარწერა=
}}
[[Fileფაილი:Mont Athos 3D version 1.gif|300px300 პქ|rightმარჯვნივ|thumbმინი|ათონის მთის სამ განზომილებიანი ანალოგი]]
 
'''აიონ-ოროსი''' ([[ბერძნ.]] Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), იგივე '''ათონი''', [[ნახევარკუნძული]] აღმოსავლეთ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ქალკედონის ნახევარკუნძული]]ს აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია [[ეგეოსის ზღვა]]ში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა [[ათონი]] (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო [[აქტე]]. [[ძვ. წ. 480]] საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე [[ქსერქსე]]ს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.
 
[[ფაილი:aTonis mTa.russia17.jpg|მინი|მარცხნივ|240პქ|ათონის წმინდა მთა 20 მონასტრით, რუსეთი, XVII ს.]]
VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე, "ათო"„ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ [[არაბები|არაბთა]] თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენჯერმე გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — "დიდი„დიდი ლავრა"ლავრა“ აქ [[963]] წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. [[ბერძნები]]სა და [[ქართველები]]ს გარდა, აქ მონასტრები ააშენეს [[სერბები|სერბებმა]] (ხილანდარი), [[ბულგარელები|ბულგარელებმა]] (ზოგრაფუ), [[რუსები|რუსებმა]] (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, [[1961]] წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).
 
[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაცემის ხანაში, კერძოდ, [[თესალონიკე]]ს დაცემის შემდეგ, (1430) აიონ-ოროსი [[ოსმალები|ოსმალებმა]] დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. [[I მსოფლიო ომი]]ს შემდეგ, აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომოსინომი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის პატრიარქი]]ს ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია [[კარიასი |კარიასი]] (X საუკუნიდან).
 
აიონ-ოროსის საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელია გუმბათიანი სამაბსიდიანი ტაძრები, ჩვეულებრივ ორმაგი კარიბჭით. მონასტერთან არის სატრაპეზოები, საცხოვრებლები, სენაკები, ბიბლიოთეკა და სამეურნეო ნაგებობანი; ზოგიერთ მონასტერში შესანიშნავი ფრესკები, მოზაიკა, ხატები, ოქრომჭედლობისა და მინანქრის საუკეთესო ნიმუშებია (ყველაზე ადრინდელი XI საუკენეს განეკუთვნება). აიონ-ოროსის მონასტრების ძვირფასი საგანძურია 11 ათასამდე ხელნაწერი (ბერძნული, ქართული, სლავური), სიგელ-გუჯრები და სხვა დოკუმენტები. ეს მასალა საუკუნეთა მანძილზე ნადგურდებოდა მტერთა შემოსევის შედეგად. ბევრი ხელნაწერი დაიღუპა ოსმალეთის წინააღმდეგ ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დროს 1821—1829 წლებში. უკანასკნელ ხანს მიღებულია ზომები აიონ-ოროსის ყველა ხელნაწერის აღსანუსხავად და მათ ფოტოპირთა გადასაღებად.
ხაზი 48:
 
{{Link FA|he}}
 
[[ar:جبل آثوس]]
[[bg:Атон]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიონ-ოროსი“-დან