ვეფხისტყაოსანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
{{ციტირება|ცხადად ჩანს, რომ რუსთაველს სწადდა ამ წინასიტყვაობით გამოეთქვა პოემის დასაბამი და დედააზრი, თავისი სულის ვითარება და მდგომარეობა პოემის შეთხზვის ჟამისა, თავისი შეხედულება და ურთიერთობა პოემის გმირებთან; სწადდა გამოეხატა თავისი იდეალი, რომელიც ყოველს პოეტს ასულდგმულებს და მის უძვირფასეს განძს შეადგენს — მიჯნურობა და პოეზია. „წინასიტყვაობა“ არა თუ სხვის მიკერებული აპოკრიფი არ არის, არამედ პოემის მოუწყვეტელი ნაწილია, მისი ახსნაა და კლიტე-გასაღები.}}
ალექსანდრე სარაჯიშვილის მსგავსი მოსაზრება შედარებით ადრე გამოთქმული აქვს ასევე ალექსანდრე ნანეიშვილსაც<ref>„მოამბე“, 1894, X, გვ. 119-146</ref>. საპირისპიროს ამტკიცებდა რუსთველოლოგი [[დავით კარიჭაშვილი]]. მისი აზრით ვეფხისტყაოსნის პროლოგიცა და ეპილოგის გაყალბებულია და არანაირი საერთო არა აქვთ პოემის მთავარ ნაწილთან. დავით კარიჭაშვილის მოსაზრებით, ეს ორი ნაწილი ცალ-ცალკეც ერთიანს არაფერს წარმოადგენენ და მათი ცალკეული ტაეპები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირთაგანაა დაწერილი<ref>ვეფხისტყაოსანი, დ. კარიჭაშვილის წინასიტყვაობით, შენიშვნებითა და ვრცელი ლექსიკონით, თბილისი, 1903, გვ. VII-VIII</ref>. [[დავით კარიჭაშვილი]]ს ეს მოსაზრება მკაცრად გააკრიტიკა [[ნიკოლოზ მარი|ნიკოლოზ მარმა]] თავის რუსთველოლოგიურ ნაშრომში<ref>{{ru}} Н. Марр, Вступительные и заключительные строфы Витяза в барсовой коже Шоты из Рустава. Грузинский текст, русский перевод и пояснения с этюдом „Культ женщины и рыцарство в поэме“, ТР, XII, Санкт-Петербург, 1910</ref>. [[დავით კარიჭაშვილი|დავით კარიჭაშვილმა]], მიუხედავად [[ნიკოლოზ მარი]]ს კრიტიკისა, საკუთარი მოსაზრებანი უცვლელად გაიმეორა სპეციალურ ნარკვევში „ვეფხისტყაოსნის შემადგენლობა“<ref>ჟურნალი „განათლება“, 1913, VI, გვ. 412-424</ref>. ეს მოსაზრებები გაიზიარა და კიდევ უფრო განავითარა რუსთველოლოგმა ალექსანდრე სვანიძემ<ref>{{ru}} „Новыи мир“, 1934, VI, გვ. 99</ref>. [[დავით კარიჭაშვილი|დავით კარიჭაშვილს]] ერთი პერიოდი მხარს უჭერდა [[კორნელი კეკელიძე]]ც<ref>კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1924, გვ. 89</ref>. ეს მოსაზრება პროლოგ-ეპილოგის სიყალბის შესახებ მოგვიანებით გააკრიტიკა [[ალექსანდრე ბარამიძე]]მ. მისი თქმით პროლოგი და ეპილოგი გარკვეულ ტრადიციულ პრინციპებს ეფუძნება. კომპოზიციური თვალსაზრისით პროლოგის ტექსტი ძირითად ნაწილთან სრულ წესრიგშია, პოემა სამივე ნაწილით თანმიმდევრული და სანიმუშოა<ref>ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსნის შედგენილობა, თბილისი, 1975, გვ. 19-20</ref>. ვეფხისტყაოსნის თანმიმდევრულობისა და სანიმუშოობის შესახებ ამგვარადვე ფიქრობდა [[ვაჟა-ფშაველა]]ც<ref>ალ. ბარამიძე, ვაჟა-ფშაველა – რუსთველოლოგი, ვაჟა-ფშაველას დაბადების ასი წლისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 1961, გვ. 36-37</ref>.
 
==== პროლოგისა და ეპილოგის შინაარსი ====
 
=== ძირითადი ნაწილი ===
 
==== შინაარსი ====
 
==შინაარსი==