ერეკლე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
|დედა = თამარი
}}
'''ერეკლე II''' (დ. [[7 ნოემბერი]], [[1720]], [[თელავი]] — გ. [[11 იანვარი]], [[1798]], იქვე, დაკრძალულია [[მცხეთა]]ში, [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის ტაძარში]]), [[1744]]—[[1762]] წლებში [[კახეთის სამეფო|კახეთის]], [[1762]]—98 წლებში [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფე, [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ის]] ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] ორ შტოს. დედამისი, თამარი, [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — ქართლის მეფე [[ერეკლე I|ერეკლე I-ის]] ძე.
 
== პოლიტიკური ვითარება ==
 
[[1744]] წელს თეიმურაზ II [[ქართლის სამეფო|ქართლში]] გამეფდა, ერეკლე II კი [[კახეთის სამეფო|კახეთში]]. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად [[ირანი]]ს ვასალი ქართლ-კახეთი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ [[ნადირ-შაჰი]]ს გარდაცვალების შემდეგ ([[1747]] წ.) [[თბილისი]] [[ირანელები]]საგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები. თეიმურაზ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ([[1762]] წ.) ქართლ-კახეთში ერთმეფობის დამყარება [[საქართველო]]ს პოლიტიკური გაერთიანებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.
 
== რეფორმები ==
 
[[სურათი:Irakli II 1.jpg|250px250პქ|მარცხნივ|მინი|ერეკლე მეფის ძეგლი [[თელავი|თელავში]].]]
ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი ([[1765]] წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა [[საკუთრების ქალაქური წესი]] ([[1770]] წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად ([[1772]] წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.
 
ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა [[ზარაფხანა]], დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.
 
== რუსეთთან კავშირი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერეკლე_II“-დან